ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
აი, ის პოლიციელი უფროსი რომ ეტყვის ეს ბიჭი ხმების მობილიზებაში გვეხმარებოდა და არ დაიჭიროო, აი ის პროკურორი, რომელსაც უფროსი ეტყვის ეს ჩვენიანია და მისაღები საპროცესო შეთანხმების პირობები შევთავაზოთო, აი ის მოსამართლე, რომელიც ა.შ.შ-ს დეპარტამენტს ზეწოლაში ადანაშაულებს და ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკში გადასვლა მისთვის პრობლემა არაა, თან იმ მეორე ბანაკში პატივსაც რომ არ სცემენ. გაიღვიძეთ რა გჭირთ, დავიღალე, ხანდახან თავი შალვა ნათელაშვილი მგონია. ერთ დღეს მეც და ჩემნაირებიც დაიღლებიან და ყოფა თქვენ გეტირებათ ჩვენ არა.
კომენტარები