რეგვენსაც კი შეუძლებელია არ ესმოდეს ის ზიანი, რასაც მისი ეს კონკრეტული გამონათქვამი აყენებს ივანიშილის რეჟიმს – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.
როგორც ჭიაბერაშილი Facebook-ზე წერს, “ქართული ოცნება” მთლიანად დაილექა იმ ჭუჭყზე, რაც ყოველთვის იყო და რის შეფუთვასაც მოქალაქეების გულუბრყვილობის ხარჯზე ახერხებდა”.
“ისეთ რეგვენსაც კი, როგორიც ღარიბაშვილია, შეუძლებელია არ ესმოდეს ის ზიანი, რასაც მისი ეს კონკრეტული გამონათქვამი (არც გავიმეორებ) აყენებს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების უდიდეს ნაწილში (არა მხოლოდ სააკაშვილის მომხრეებში) და ქვეყნის გარეთ, ცივილიზებულ სამყაროში ზოგადად და, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში.
აბა, რატომ ამბობს? – იკითხავთ თქვენ.
ის, რომ ხელისუფლებაში მოხვედრილ ამ მანიაკებს არანაირი მორალური წითელი ხაზები არ აქვთ, ვიცით. პრაგმატულად რაში უნდა აწყობდეთ, ამაშია კითხვის არსი.
პასუხი მარტივია: სხვაგვარად აღარც შეუძლიათ.
მთლიანად დაილექნენ იმ ჭუჭყზე, რაც ყოველთვის იყვნენ და რის შეფუთვასაც ჩვენი მოქალაქეების გულუბრყვილობის ხარჯზე (“ამას როგორ იზამენ?!”) აქამდე ჯერ კიდევ ახერხებდნენ”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.














კომენტარები