ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ბოლო პერიოდში ჩატარებული მასშტაბური აქციების გამო მწვავედ გააკრიტიკა.
როგორც ფხაკაძე ვიდეომიმართვაში ამობოსბ, ორივე პოლიტიკური ძალა უპასუხისმგებლოდ იქცევა. მისი თქმით, აქციები ვირუსის გავრცელების მთავარი ბუდეა.
“ნაციონალური მოძრაობა” ხომ ვლანძღე აქციის გამო, მაგრამ მმართველი პარტია?! თქვენ გგონიათ ამ მიტინგებით თქვენ აჩვენებთ ძალას? ძალაუფლება დაიკავეთ მერე? ხალხი აღარ გეყოლებათ და ვინ უნდა მართოთ. ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი. ასეთი რამ არ მინახავს.
არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოში რამის გაკეთების.
გეუბნებით, მიწა დაგაყარეთ ორივეს (“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”), ვინ ხართ საერთოდ? შემოგზავნილები ხართ? ვირუსის გავრცელების ბუდეები ხართ. ჯანდაცვის ყველა ექსპერტს გეუბნებით, წყალში ჩაგეყარათ ყველაფერი. “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ჯანდაცვის ექსპერტები კანალიზაციას გაგაყოლეთ ორივეს.
როგორ მიეცით ამათ ამისი საშუალება? ეს ხალხი რომ ჩამოვიდა რაიონებიდან – მიკროავტობუსში ზის 10 კაცი, ერთს რომ ჰქონდეს ვირუსი გადასდებს მთელ “მარშუტკას”, ის ჩამოვა თბილისში და გადასდებს სხვებს. 50 კაცი ხომ კვდება ახლა დღეში? ნახეთ რა იქნება ორ კვირაში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში.
კომენტარები