• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემიამ საქართველოში არსებული სასტუმროების რაოდენობა 37%-ით შეამცირა – დაიკლო დასაქმებულთა რაოდენობამაც

ალია ავტორი - ალია
10:26 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის სექტემბერში 362.5%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 73.1%- ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას PMC Research ავრცელებს, რომელიც ასევე სასტუმროების ბიზნესზეც საუბრობს.

ორგანიზაციის ცნობით, სასტუმრო ინდუსტრია პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია. მიუხედავად ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ფაზაში გადასვლისა, მნიშვნელოვანია შეფასდეს პანდემიის ეფექტი სასტუმრო სექტორზე, რათა უკეთ განისაზღვროს სრული აღდგენის პერიოდი და გატარდეს ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის რელევანტური ღონისძიებები. 2016-2019 წლებში, პანდემიამდე, სასტუმრო სექტორი სტაბილურად იზრდებოდა. კერძოდ, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 2016 წლიდან 2019 წლამდე 12.4%-ით გაიზარდა (1,496-დან 1,682-მდე), სასტუმროთა სრული ფართობი 1.675 ათასი კვ.მ.-დან 2,272 ათას კვ.მ-მე 35.7%-ით, ხოლო სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 31.7%-ით (15,628-დან 20,575-მდე) გაიზარდა. COVID-19-ის გავრცელებამ ინდუსტრიის ძირითადი ინდიკატორების დადებით დინამიკას მიმართულება შეუცვალა. 2020 წელს, სასტუმროების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 37.3%-ით შემცირდა, ხოლო სასტუმროების საერთო ფართობი 19.6%-ით. ამავდროულად, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 33.8%-ით დაიკლო.

2016-2019 წლებში ასევე იზრდებოდა სასტუმროთა ვიზიტორების რაოდენობა. ვიზიტორთა რაოდენობამ მაქსიმუმს (4.01 მლნ) 2019 წელს მიაღწია, საიდანაც ვიზიტების 71.5% არარეზიდენტებზე მოდიოდა. არარეზიდენტი ვიზიტორების 35.3% დსთ-დან, ხოლო 15% ევროკავშირიდან სტუმრობდა საქართველოს. ხოლო, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტები მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 28.5%-ს შეადგენდა. 2020 წელს, საერთო ვიზიტორების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 66.5%-ით შემცირდა და 2016-2019 წლების საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 39.5% შეადგინა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობა რადიკალურად (85.7%-ით) შემცირდა და საერთო ვიზიტორების მხოლოდ 30.6% შეადგინა. აქედან, ვიზიტორების 34.5% დსთ ქვეყნებზე, ხოლო 8.9% ევროკავშირზე მოდიოდა. 2020 წელს, საქართველოს რეზიდენტთა ვიზიტები 18.5%-ით შემცირდა და საერთო ვიზიტების 69.4% შეადგინა, რამაც სრულად შეცვალა რეზიდენტობის მიხედვით ვიზიტორთა წილების პრე-პანდემიური სტრუქტურა.

პანდემიამ, ასევე, შეცვალა სასტუმრო ვიზიტების მიზნის მიხედვით განაწილებაც. 2016- 2019 წლებში, სამედიცინო მიზნით საშუალოდ მთლიანი ვიზიტორების 1.3% სტუმრობდა სასტუმროებს, ხოლო 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 16.2% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტებიდან 90.3% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, რაც პირდაპირ იხსნება პანდემიის პერიოდში სასტუმროთა საკარანტინე ზონებად გამოყენებით. ამას გარდა, 2016-2020 წლებში რეკრეაცია სასტუმრო ვიზიტების მთავარი მიზანი იყო, მაგრამ 2020 წელს კატეგორიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება, 2019 წელთან შედარებით, სწორედ სარეკრეაციო ვიზიტებში შეინიშნება (75.8%). ამავდროულად, სარეკრეაციო ვიზიტების უმრავლესობა (62.9%) საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პანდემიის პერიოდში სასტუმრო ინდუსტრიისთვის შიდა ტურიზმის გაზრდილ როლს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved