• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

#თავისუფლებამიშა – არა, არ ვუერთდები ამ მოწოდებას“ – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
22:26 10-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

„ეს პოსტი ალბათ უფრო იმ ხალხისთვის არის, რომელსაც გვჯერა რომ 5-იანის შემოხაზვით მურმან დუმბაძის ცნობილი წყევლა გაცოცხლდება და ხელი გაგვიხმება, თუმცა მაინც საგონებელში ვართ ჩავარდნილი.

ალბათ იმ ხალხისთვისაც ვინც პირობითად, კენტ რიცხვებში არ მიდის არჩევნებზე, ხოლო ლუწ რიცხვენში იტყვის ჯანდაბას კიდევ ერთი შანსის დროა ალბათო;

ეს პოსტი არავის არაფრისკენ მოუწოდებს, ჩემი მცდელობაა გადაწყვეტილების მიღებამდე საფიქრალი დაგიმატოთ.

ბევრი ადამიანისთვის 30 ოქტომბერს რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამასობაში ამ არჩევნების ბედი სწორედ ჩვენნაირ ადამიანებზე კიდია, ვინაიდან 5-იანის და 41-ის ამომრჩევლის ამბავი უკვე გარკვეულია. არადა არჩევანი ასეთი მძიმე არც არასოდეს ყოფილა.

ჩვეულებრივ, ჩვენ, ერთპარტიული მმართველობის და მუდამ ხელისუფლების მხარეს მყოფთა მოწინააღმდეგე ხალხს არჩევნებზე განსაკუთრებული კომპრომისები არ გვიწევს, მუდამ არის ერთი ორი პარტია სიაში რომელსაც ხმას მისცემ მშვიდად, სუფთა სინდისით.

არც საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილა განსაკუთრებული დილემა, ორი ბანაკის ამომრჩევლის გადასაწყვეტი იყო მეორე ტური, ამიტომ ან სულ არ მიხვალ, ან მიხვალ და ყველას გადახაზავ, ან რამეს ორიგინალურს მოიფიქრებ ბიულეტინზე სამახსოვრო წარწერად

დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა.

რატომ არის განსხვავებული?

მიუხედავად იმისა, რომ ისევ ერთი ერთზე დარჩნენ მოქმედნი და ყოფილნი ამომრჩეველმა ხმების განაწილებით შექმნა იმის პირობა რომ ყოფილების არჩევის შემთხვევაში მხოლოდ ერთი არ მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.

მჯერა თუ არა მათი? ვენდობი რომ სიტყვას შეასრულებენ?

არც მჯერა და არც ვენდობი. არც მათი წარსული მაძლევს ამის უფლებას და არც დღევანდელობა. მაგრამ არის ვითარება როდესაც შენი სურვილის მიღმა გარემოებები იცვლება.

ნაცმოძრაობის დღევანდელი განაცხადი კოალიციურობაზე არც მათი კეთილი ნებაა და არც ვინმესთვის საჩუქარი.

განვლილმა 9 წელმა სრულიად ცალსახად აჩვენათ რომ გარანტირებული მეორე ადგილი კი აქვთ, მაგრამ მაინც მუდმივი მარცხისთვის არიან განწირული, ვინაიდან იმ ადამიანების რიცხვი ვინც არასოდეს მისცემს მათ ხმას მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე იმათი ვინც აძლევს მათ ხმას.

სწორედ ამიტომ, და იმიტომაც რომ პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური პრაგმატიზმი აქვთ ვართ იმ ვითარებაში რომელშიც ვართ.

გამართლებულია თუ არა შიში რომ გამარჯვების შემთხვევაში კოალიციურ პარტნიორებს ისევ გადააგდებენ?

აბსოლუტურად. ოღონდ ბევრი “თუ” უნდა დაემთხვას ერთმანეთს.

წინ საპარლამენტო არჩევნებია, რაც კოალიციურობის შენარჩუნების იმპერატივს კარნახობს მათ, როგორც წარმატების ერთადერთ შანსს;

ამასობაში, კოალიციის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ უნდა შეძლოს რაიმე წარმატების ჩვენება და შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველამ კრახი უნდა განიცადოს ნაცების გარდა;

ამომრჩევლის უმრავლესობა 2004 წლის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს და ნაცმოძრაობა თავიდან შუყვარდეს; და სხვა.

ნიშნავს თუ არა 30-ში ხმის მიცემა პატიებას და ყველაფრის დავიწყებას?

თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის მერისთვის ხმის მიცემა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ამას.

იმიტომაც რომ კონკრეტულად ამ ადამიანებს არაფერი აქვთ საპატიებელი (მე ყოველ შემთხვევაში არაფერი ვიცი პირადად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ წინა ხელისუფლების დროს) და დანაშაულიც და პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურია.

#თავისუფლებამიშა

არა, არ ვუერთდები ამ მოწოდებას, არც იმიტომ რომ უდანაშაულო მგონია, არც იმიტომ რომ სწორედ ამ შემთხვევაში მაინცდამაინც მურუსიძის სასამართლოს პრობლემას ვხედავ (მასზე სტრასბურგს აქვს ნამსჯელი) და კიდევ უფრო იმიტომ, რომ 9 წლის მანძილზე არც ერთი დღე არ ყოფილა მისგან სინანულის, გულწრფელი ბოდიშის, ყველა იმ დანაშაულის და შეცდომის გააზრების რაც მის სახელს უკავშირდება.

მას არასოდეს უთხოვია პატიება და შესაბამისად, არც საპატიებელია რამე.

მაგრამ ამასობაში საავადმყოფოზე უარი და სხვა უმსგავსობები სრულიად მიუღებელია.

პატიმარზე ქირქილი, დაცინვა, “დიეტაზეა და მოუხდება” და მსგავსი განცხადებები ყველაზე დიდი სიმდაბლეა რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს და ამიტომაც უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება რომ ეს შეუძლია იფიქროს და აკეთოს საჯაროდ.

სწორედ სააკაშვილის პატიმრობისადმი დამოკიდებულებაში საუკეთესოდ გამოჩნდა როგორც მშიშარა, არ შემდგარ პატარა კაცუნებს აქვთ ქვეყანა მიბარებული და როგორი საშიშები არიან.

არ აგვიხდება მურმან დუმბაზის წყევლა და არ გაგვიხმება ხელი 30-ში 5-იანის შემოხაზვით;

ქვეყანას ამოსუბთქვის შანსს მივცემთ; საბოლოოდ კი ყველაფერი ამომრჩეველზეა რამდენად მოახერხებს ლურჯ-წითელი ფერებიდან გამოსვლას და ყვითელი, მწვანე და სხვა ფერების დანახვას ყველა იმ შიშის მოსაცილებლად რომელიც დღეს ლეგიტიმურად გვაწუხებს.“

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

15:24 11-17-2025
რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

14:00 11-17-2025
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი ამბები

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

13:40 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved