• რეკლამა
  • კონტაქტი
17:24, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თემურ მიქელაძე – ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია

ალია ავტორი - ალია
21:56 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

პედიატრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელმა თემურ მიქელაძემ, კახა კალაძეს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან მხარდამჭერთა დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო სლოგანი სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ემსახუროს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ნდობისთვის. მინდა, კახა კალაძეს მადლობა გადავუხადო იმ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო რეკრეაციული სივრცეების შექმნას, რაც აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში კახა კალაძის გუნდი და ჩვენ, ყველა ერთად, უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი თბილისისთვის. პედიატრია მაინც სიმბოლურად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და სიმბოლურია ისიც, რომ კახა კალაძის სლოგანია – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში”. სწორედ სიცოცხლეს უნდა ვემსახუროთ თითოეული ჩვენგანი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

პედიატრმა საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენციაა.

„ბოლო პერიოდში ორ-სამ ათეულ პაციენთან, კოვიდინფიცირებულ ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიური მაჩვენებელი, ორ-სამ ერთეულამდე ჩამოვიდა, რაც დამაიმედებელია. სულ პანდემიის პერიოდში, დაახლოებით, 4 500-მდე პაციენტი გავატარე და 27 ჰისპიტალიზაცია იყო. მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ, რამეთუ ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია. სწორედ, პანდემიის დამარცხებითა და შემდგომი განვითარებით, კიდევ ერთხელ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო კახა კალაძეს, მის ოჯახს, გუნდს და ვიმედოვნებ, რომ ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს გავახორციელებთ”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

თეგები: თემურ მიქელაძეკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved