• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„კორუფცია თუ ხაზინის ქურდობა“ – ანანოვების სასახლე ახალი წლის პერიოდში საეჭვო ვითარებაში აუქციონზე გაიყიდა

ალია ავტორი - ალია
22:02 01-14-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
295

„ქართულ ბიზნესს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ინიციატივა წარვუდგინეთ – დღეიდან 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე“-ასე დაანონსა 2019 წლის 29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მასშტაბური პრივატიზაციის პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“  დაწყება.  მინისტრმა მაშინ ამ პროექტს უპრეცედენტოც უწოდა.  

ამის შემდეგ ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტი გამოიტანა გასაყიდად. პრივატიზების ეს ტალღა  ქართული ეკონომიკისთვის ახალი ბიძგი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად მოლოდინისა,პრივატიზაციამ საყოველთაო ხასაითი ვერ მიიღო, რადგან საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტებიც საინვესტიციო მომხიბვლელობით არ გამოირჩეოდა. ამ სიიდან იშვიათი გამონაკლისი იყო ანანოვების სასახლე, რომლის აუქციონზე გატანა  სამინისტრომ ნაჩქარევად, რატომღაც 31 დეკემბერს, ბიზნესისთვის არააქტიურ პერიოდში გადაწყვიტა. 

იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლის გასაყიდად საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ისტორიული ნაგებობა 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს ინვესტ ჯგუფმა 1,375,000 ლარად შეიძინა. 

„კომერსანტის“ ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადადის. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, კომპანიის დირექტორად კი დავით კობახიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ლორთქიფანიძე ბიზნესმენ დუგლაძეებთანაა დაკავშირებული.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყდა ამ ობიექტის გასაყიდად აუქციონისთვის ყველაზე არახელსაყრელი პერიოდის არჩევა და ვის ინტერესებში შედიოდა ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს გაეგო ანანოვების სასახლის ელექტრონული ვაჭრობის შესახებ? 

 ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,  რომ აღნიშნული ობიექტის აუქციონზე გატანის პროცესი ყველა სტანდარტის გათვალისწინებით განხორციელდა და ყველა დაინტერესებულმა პირმა მიიღო შეტყობინება შესაბამისი არხებით, თუმცა, არა მასშტაბურად. რაც შეეხება აუქციონის საწყის თარიღს, ამასთან დაკავშირებით საჯარო უწყება კომენტარს არ აკეთებს.

ჩვენ გავუგზავნეთ ინვესტორებს შეტყობინებები, ყველას დავურეკეთ, ვინც დაინტერესებული იყო – ეს ჩვეულებრივი პროცესია და რამე კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. რაღაცას როცა ვყიდით მთელს საქართველოს ვერ გავაგებინებთ, გვაქვს ჩვენი არხები, რის საშუალებითაც ვავრცელებთ ინფორმაციას და ასევე ადგილზე თავსდება აბრა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად აქტიურად ახორციელებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანას მათი პრივატიზების გზით. აღნიშნული აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 31 დეკემბერს ელექტრონული აუქციონების სისტემა – www.eauction.ge-ზე  და გაგრძელდა 2020 წლის 13 იანვრამდე. ამ ხნის განმავლობაში აუქციონს 700-მდე ვიზიტორი ეწვია, თუმცა მხოლოდ ერთმა მათგანმა დააფიქსირა ბიჯი და გახდა აუქციონში გამარჯვებული. 

ინფორმაცია გამოცხადებული აუქციონის შესახებ ასევე გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებებში. პრივატიზების პროცესი იყო სრულიად გამჭვირვალე და  ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ელექტრონულ აუქციონში.

ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა სააგენტოს მუშაობის წინა წლების დროსაც არსებობდა, მაგალითად 2017 წლის ბოლო ორ დღეში, ისევე როგორც 2018 წლის ბოლოს, სააგენტომ ჯამში 6 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო 2019 წლის ბოლო ოთხ დღეში გამოცხადეუბლი აუქციონების რაოდენობამ 13-ს მიაღწია.“  – აცხადებენ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ინვესტ ჯგუფი“ იღებს ვალდებულებას, განახორციელოს 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტი მოაწყოს.

 „ვიღაცას უნდოდა, რომ ამ აუქციონს სწრაფად და შედარებით გაუმჭვირვალედ ჩაევლო. ამ შემთხვევაში ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობაზეა საუბარი და შემიძლია ვთქვა, რომ ნაჩქარევადაა ეს კონკურსი გამართული.“  – ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ანანოვების ყოფილი სასახლის აუქციონზე გაყიდვას წლის ყველაზე არასაქმიან დროს.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ანანოვების ისტორიული სასახლის აუქციონზე გატანის მთელი პროცესი, დრო და მცირემასშტაბურობა ეჭვს ბადებს და მსგავსი კორუფციული შემთხვევები საქართველოში საგანგაშო სურათს ქმნის.  

„ბიუროკრატებს ყოველთვის აქვთ თავიანთი მეთოდები იმისთვის, რომ შეზღუდონ კონკურენცია მსგავსი ტიპის აუქციონის პირობებში. ჩემი აზრით, ორ კვირაში და ამ დღესასწაულების დროს , რომელიც ჩვენს კალენდარში ყველაზე არასაქმიან პერიოდად მიიჩნევა, აუქციონის გამოცხადება სერიოზული ეჭვის საფუძველს ქმნის.

კარგი იქნება, თუ მთავრობას ექნება მკაფიოდ დალაგებული პრივატიზაციის პროგრამა და ეს იქნება კარგად რეკლამირებული. აუქციონებს წინ უნდა უძღოდეს გულწრფელი კამპანია, რომ მოთხოვნა ამ ობიექტებზე იყოს მაქსიმიზირებული და არა პირიქით, შემცირებული.  ჯობია ერთხელ გაკეთდეს დიდი მასშტაბის აუქციონები, ვიდრე ასე ლუკმა-ლუკმა თითო-თითო ობიექტი ახალ წლებზე გამოიტანონ და უცებ ახლობელს თუ ქრთამის მომცემს ჩაუგდონ ხელში.  

90-იან წლებში რა ფულიც გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ხაზინის ქურდობა. ივანიშვილის მოდელიც ხაზინის ქურდობას უწყობს ხელს – ყველაფერი კეთდება, რომ  სახელმწიფო ქონება სწრაფად, გაუმჭვირვალედ  და კორუფციული ფორმებით გაიყიდოს. ბიძინა ივანიშვილმა 90-იანი წლების მეთოდებში დაგვაბრუნა.“ – ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი ძმების ანანოვების მიერ აგებული შენობა,  თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, მოგვიანებით სასტუმროდ გადაკეთდა და ბოლოს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქცია შეიძინა.  მოგვიანებით,  ცნობილ მეღვინეებსა და ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებს ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლის ისტორია საინტერესო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი მიენიჭა, წლების მანძილზე რეზიდენცია უმაღლესი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა. სამთავრობო რეზიდენციამ 2012 წლიდან პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია შეიძინა, ეს სტატუსი ანანოვების სასახლეს 2014 წლამდე ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდებოდა.

commersant.ge


კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved