• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაშინ პატარა ბიჭი იქნებოდით – თქვენი ქომაგი ინგა გრიგოლია კი – უკვე ცნობილი ჟურნალისტი” – იოსებ ჭუმბურიძე ვახო სანაიას სახელზე ღია წერილს ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
17:19 08-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული და შემდეგ ჩაშლილი ლიტერატურული კონკურსი “ლიტერას” ჟიურის წევრი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე ჟურნალისტ ვახო სანაიას სახელზე სოციალურ ქსელში ღია წერილს ავრცელებს. 

“მინდოდა, ვახტანგი დამეწერა. ვერ დავწერე.

გუშინ მოვუსმინე ვატო შაქარაშვილს.
ძალიან მწარე სიტყვებით დაგახასიათათ.
არა აქვს მნიშვნელობა, დავეთანხმებით თუ არა.
ან რა დოზით დავეთანხმებით.
მთავარია, რომ ითქვა.
რა ითქვა?
ის, რომ მიჩვეული ხართ სპეკულაციებს – ჯერ საკუთარი ძმით, ახლა – საკუთარი შვილით.
შვილთან გავჩერდეთ.
ყველაზე საკრალურთან.

ერთ დილით, საკუთარი სახლის სადარბაზოში, ლიფტთან დამხვდა ორი გაწვრთნილი ჯალათი. ჩემი მეუღლე და შვილი გაატარეს, მე კი კუთხეში მიმიმწყვდიეს და უწყალოდ მცემეს. მცემეს დასნებოვნებული კასტეტებით. ასეთი დავალება ჰქონდათ: არ უნდა მოვეკალით, მაგრამ C – ჰეპატიტი უნდა შემყროდა.საბედნიეროდ, B შემეყარა. კარგა ხანს ვმკურნალობდი.
რას მერჩოდნენ?!იმას, რომ გამომცემლობა „სამშობლოს” ხელში ჩაგდება სურდათ. მე კი ხელს ვუშლიდი, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად.ერთად კი ვიბრძოდით, მაგრამ პუბლიკაციების ავტორი, ძირითადად, მე ვიყავი – გაზეთ „თბილისის” რედაქტორი.ეს ის დროა, როცა შევარდნაძის ხელისუფლება სულს ღაფავს, სააკაშვილი კი უკვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა და „დიდი ნახტომისთვის” ემზადება.შევარდნაძემ პირდაპირ ეთერში დაავალა გენერალურ პროკურორს საქმის უსწრაფესად გამოძიება.იმ დღესვე დამიკავშირდა ისნის რაიონის პროკურორი ვაჟა აბაკელია.ბატონო სოსო, დიდ პატივს გცემთ და ყველაფერს გავაკეთებო.მე მხოლოდ გამეცინა.
თქვენ მაშინ პატარა ბიჭი იქნებოდით(ალბათ, სტუდენტი!).თქვენი დღევანდელი ქომაგი ინგა გრიგოლია კი – უკვე ცნობილი ჟურნალისტი.იმის შემდეგ თუ მოაკლდა, თორემ არაფერი მომატებია.ჩემი ამბავი „არც გაუგია”(?!).
მესმის, რომ თქვენმა პატარამ იმ დღეს, თქვენ რომ თავს დაგესხნენ, გაუცნობიერებლად მიიღო სტრესი, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ჩემი ათი წლის ბიჭი, რომელმაც თითქმის სრულად გააცნობიერა, თუ რა სასტიკად უცემეს მამა.
სხვათა შორის და საბედნიეროდ, მის ცნობიერებაზე ესამბავი უარყოფითად არ ასახულა. ორი წლის შემდეგ, პირველი „ყველაზე ჭკვიანი” გახდა, შემდეგ ორჯერ მოიგო „ეტალონი”, გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი; მოგვიანებით კი თბილისში ფილოსოფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა, ხოლო სულ ახლახან, ავსტრიაში – მაგისტრის ხარისხი.
თქვენს პატარასაც დიდ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ.
ოღონდ, ახლა იმაზეც უნდა იფიქროთ, თუ რას ეტყვიანთქვენს ბიჭს, როცა გაიზრდება.ცნობილი აზრია: შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამა,მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ ზნეობრივი არჩევანისას, სად არ გაჩერდა მამა.
გაიხსენეთ „უფალო, შეუნდე”…გაიხსენეთ ოლღა გურამიშვილის ზნეობრივი მაგალითი.გაიხსენეთ და გაჩერდით.ოლღას უსმინეთ და არა ინგას.” – წერია ღია წერილში. ცნობისთვის, იოსებ ჭუმბურიძის პიროვნული უპატივცემულობის გამო დატოვეს “ლიტერას” კონკურსი ჟიურის სხვა წევრებმა, რის გამოც საბოლოოდ კონკურსი ჩაიშალა.  ვახო სანაია ღია წერილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით პასუხობს: – შე წულუკიანის გადარგულოოდეერო, პატიებას აღიარება უნდა უძღოდეს წინ, მოძალადეების ქომაგო. ტოლი გინახავს უკვე – ვატო შაქარიშვილი და წადი კოჭი გააგორე :)))” – წერს სანაია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved