• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსებისა და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა

ალია ავტორი - ალია
15:17 08-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსებისა და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რატომ არ აშუქებენ ლიეტუვაში 11-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს ჟიგიმანტასის ადგილობრივი პარტიული საძმაკაცო და მათი პარტიული ტელევიზიები, მეტნაკლებად გასაგებია.

„ჩვენი ჭკუის სწავლების, ჩვენთან ქედმაღლური დამოკიდებულების, დემოკრატიის „შუქურა“ ბალტიისპირეთიდან – საქართველომ არ უნდა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ: თუ როგორ აიყვანა მრავალათასიან მომიტინგეთა „ბრბომ“ ლიეტუვას პარლამენტი ალყაში; როგორ მოახდინეს სეიმის შესასვლელი ყველა კარის ბოიკოტირება; როგორ მართავდა ამ დანაშაულებრივ პროცესებს სეიმის დეპუტატთა ნაწილი; როგორ დაარბიეს ლიეტუვას ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები; თუ რა მძიმე დაზიანებები მიაყენეს სამართალდამცველებს ქვებით, ხელკეტებით, პეტარდების აფეთქებით – რომელთა ნაწილი დღემდეა კლინიკებში მძიმე მდგომარეობაში, მათ შორის დაზიანებული თვალების პრობლემით. მომიტინგეთა დასარბევად გამოყენებული ცრემლმდინარე გაზისა და წყლის ჭავლის, ასევე სხვა სპეციალური პოლიციური საშუალებების თაობაზე იმის შესახებ, რომ სეიმის ირგვლივ კონცენტრირებულ 5 ათას მომიტინგესა და ახლომდებარე ქუჩებში განლაგებული კიდევ რამოდენიმე ათასი ადამიანის დაშლა/დარბევა მოხერხდა მხოლოდ ღამის 2 საათისთვის; თუ როგორ დააკავეს აქციაზე 26 ადამიანი და ა.შ. ვისაც აინტერესებს დამატებითი ინფორმაცია, ეწვიეთ ლინკს.
ჩვენ კი გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც ასევე ჰქონდა ადგილი მასობრივ არეულობას, კერძოდ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.
„დღევანდელი საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე კაცი ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უშლიდა ხელს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს“, – აცხადებენ კიევის პოლიციაში.
ამის შემდეგ, ევროპელების, უკრაინელების, ტაილანდელების და ა შ. „მწუხარება“, თითის ჩვენება ჩვენი მისამართით – თავზე უნდა გადაახიო, ისევე, როგორც ადგილობრივი პროვოკატორების წამახალისებელი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გამოსულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსებისა და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა. ყველამ საკუთარ თვალებში თავის „დირეებს“ მიხედოს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქცია რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური კორპუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. არეულობების შედეგად, 7 პოლიციელი დაშავდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved