• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:02 08-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი, მაგრამ რისკი არის ძალიან ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო არჩევნები და ამის უზრუნველსაყოფად დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების, ასევე კომისიის თითოეული წევრის აცრა.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი პოლიტიკურ ვითარებაზე. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა ჩავატაროთ მშვიდ და სტაბილურ გარემოში. უნდა შევძლოთ და კოვიდუსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ. დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, მაქსიმალურად დავიცვათ წესები. ცესკოს ჩვენ შევთავაზეთ და წარმატებით დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების, ასევე კომისიის თითოეული წევრის აცრა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ კოვიდუსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად. პანდემია არის სერიოზული ხელს შემშლელი იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაში არსებობს და იმ წინსვლის და იმ ტემპების შემაფერხებელი, რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. პანდემია არის შემაფერხებელი ჩვენი სწრაფი ეკონომიკური ზრდის. ამისათვის აუცილებელია ვაქცინაციის გაფართოება. ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი, მაგრამ რისკი არის ძალიან ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან.

ამ არგუმენტით ვფიქრობთ, რომ ჩვენ ჩვენი თითოეული თანამოქალაქე უნდა დავარწმუნოთ აცრის აუცილებლობაში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ გამოვცადეთ ჩაკეტვაც, მკაცრი სიტყვა „ლოქდაუნიც“, სრული ჩაკეტვაც. არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიომ გამოსცადა. ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ეკონომიკამ მიიღო უზარმაზარი ზიანი. მთავრობამ აიღო 3 მლრდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი, რომელიც ჩვენი დ ჩვენი შვილების გადასახდელია. წელს, არა თუ ვალი არ აგვიღია დამატებით, არამედ 1 200 000-ით გავზარდეთ ბიუჯეტი, სულ რაღაც 5 თვის მუშაობის შედეგად. ასე, რომ ამ ტემპს და ამ პოზიტიურ დინამიკას სჭირდება შენარჩუნება. ამის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ დავამარცხებთ პანდემიას. პანდემიის დამარცხება ასე მარტივი არ არის, თუ არ ჩავიტარებთ აცრებს.

მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ მოლოდინები ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ, რომ ეს პანდემია დასრულდება რამდენიმე თვეში არ წლის ბოლოს. არავინ იცის. ვუსმენთ რა ჩვენს მეცნიერებს და ყველა იმ საუბრებს, რაც მიმდინარეობს, განვითარებული ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, მოლოდინი იმისა, რომ პანდემია წლის ბოლოს დასრულდება, არ არსებობს. უფრო მეტიც – მეცნიერები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ რამდენიმე წელიწადი შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ვითარება. ამიტომ, ადამიანებს მოუწევთ შეგუება პირბადესთან და პანდემიასთან თანაცხოვრება უნდა შევძლოთ ჩვენ. ვინაიდან მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორიც არის ვაქცინა, ამაზე უარის თქმა, მე ვფიქრობ, არის შეცდომა. შეცდომა, იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება კოვიდი ამა თუ იმ ადამიანში, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩავიტაროთ აცრა, როგორც ჩვენ ვიტარებთ გრიპის აცრას და არაფერი გვემართება, დაახლოებით იგივე ტიპის აცრა არის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა. მთავარი, რა ხდება, ადამიანი არის დაცული, დაზღვეული სიკვდილისგან. ამიტომ გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ყველა სოფელში, რომ დავარწმუნოთ საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved