• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფოს პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა

ალია ავტორი - ალია
15:36 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო  სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური სკოლის ინფრასტრუქტურას და სასწავლო გარემოს გაეცნო და პედაგოგებს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების ხელმისაწვდომობის და სწავლის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

პედაგოგებმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვისთვის მადლობა გადაუხადეს.

ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. შექმნილია ყველა პირობა, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ – ფუნქციონირებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა;  სააქტო და სპორტული დარბაზები; სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.

პროექტის ჯამური ღირებულება 4, 7 მილიონ ლარს აღემატება.

სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ამჟამად 227 მოსწავლე სწავლობს და 32 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 2 წამყვანი მასწავლებელია.

ახალი საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა.

სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები – დავით სონღულაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი.

2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved