• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
12:54 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

„ქვეყანაში კოვიდით კატასტროფული მდგომარეობაა. შემთხვევების რაოდენობა იმაზე უფრო მეტი ვიდრე შარშან ნოემბერში იყო, გარდაცვლითა სამწუხაროდ მზარდი ციფრები, ახალი მაგრამ უკვე დაგვიანებული შეზღუდვები, დაგვიანებული და შესაბამისად ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა.

შემთხვევების რაოდენობა იმაზე უფრო მეტი ვიდრე შარშან ნოემბერში იყო, გარდაცვლითა სამწუხაროდ მზარდი ციფრები, ახალი მაგრამ უკვე დაგვიანებული შეზღუდვები, დაგვიანებული და შესაბამისად ნაკლებადეფექტიანი.. ბევრს გარკვეულწილად déjà vu შეგრძნება აქვს შარშანდელ ზამთრის სიტუაციასთან
თუმცა ახლა რაღაც სხვაგვარადაა – დელტა შტამი.

შეიძლება გაზაფხულზე იყო გარკვეული იმედები რომ საქართველოში ზაფხული და შემოდგომა იქნებოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური. თუმცა უკვე მაისის დასაწყისში როცა დელტა შტამი გამოჩნდა ცხადზე ცხადი იყო რომ ვაქცინების მცირე რაოდენობით და ვაქცინაციის დაბალი ტემპით, ეს იმედები შეიძლება არ ასრულებულიყო. ამას დაემატა ყველა შეზღუდვის მოხსნა, ჯარიმების პატიება, საზღვრების გახსნა, მრავალკაციანი სუფრებით ამის ზეიმი და ახლა საქართველო არის იქ სადაც არის .

შეიძლება საქართველოში ვერ შეაფასეს (მიუხედავად იმისა რომ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის შესახებ საუბრობდა) რამდენად გადამდებია დელტა, ან რას ნიშნავდა ეს გადამდებლობა. თავდაპირველ SARS-CoV-2 ვირუსს ჰქონდა რეპროდუქციის კოეფიციენტი ან R0, 2-დან 3-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ინფიცირებული ადამიანს შეუძლია დააინფიციროს ორი ან სამ ადამიანი.

ეს საშუალო მაჩვენებლებია: პრაქტიკაში, უმეტესად იყო შემთხვევები როდესაც შედარებით მცირე რაოდენობამ დააინფიცირა ადამიანების დიდი რაოდენობა, ე.წ სუპერ გავრცელების მოვლენებში. სუპერ გავრცელების მოვლენები კი დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალი შეკრებებია!!! CDC– ს შეფასებით, დელტას R0 5-დან 9-მდეა, რაც თვალნათლივ ანახვებს რამდენად სახიფათოა ეს შტამი და ხალხმრავალი შეკრებები.

მარტივად რომ ვთქვათ, ბევრმა ადამიანმა რომელიც თავის დროზე უჰანის შტამით დაინფიცირდა შეიძლება არც კი დააინფიცირა სხვა ადამიანი, მაგრამ ადამიანების უმეტესობა, ვინც დელტა შტამს იჭერს იჭერს აუცილებლად ქმნის ინფექციის კლასტერს. ეს ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა შემთხვევები ასე სწრაფად და რატომ იძახდნენ ქვეყნები, როცა საქართველო ყველაფერს აუქმებდა და საზღვრებს ხსნიდა, რომ შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად ორმაგდებოდა.

დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი როგორც ჩანს თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ამცირებენ სიკვდილიანობასა და და მძიმე დაავადებებს“, – აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ვირუსი ყველას შეხვდება.

„ვაქცინები არის, აუცილებელია ნიღბები, დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება…ამიტომ არ შეიძლებოდა უვაქცინო ქვეყანაში ყველა შეზღუდვის გაუქმება. რატომ? იმიტომ რომ ქვეყანას დრო მოეგო – საავადმყოფოების და სამედიცინო პერსონალის დასაცავად, სკოლების გახსნისთვის, არავაქცინირებულ ადამიანებთან მისასვლელად და სხვა. ადამიანების უმეტესობა ადრე თუ გვიან შეხვდება ვირუსს, უბრალოდ უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ორჯერადად აცრილი როცა ეს ვირუსი შეხვდება.

პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ მიზანი მაინც არის მიაღწიო მის დამთავრებას რაც შეიძლება მცირე ზიანით, სიკვდილით და ინვალიდობით. სამწუხაროა როცა ქვეყანა ამას ვერ აანალიზებს. ყველას აქვს პანდემიური დაღლილობა, გასაგებია მაგრამ გამარჯვება არ არის როცა ერთი ინდივიდი აიცრება, უამრავი სხვა რამ არის გასაკეტებელი და გასათვალისწინებელი რომ ამ ვირუსმა ისევ არ დაგვაჩოქოს

ზომები, რომლებიც ხელს უშლიდა თავდაპირველ კორონავირუსს, კვლავ მოქმედებს მისი ახალი ვარიანტის წინააღმდეგ; ვაქცინები, კერძოდ, ნიშნავს იმას, აცრილი ადამიანი არის დაცული ისე, როგორც ეს არ იყო ცხრა თვის წინ. სრული ვაქცინაცია (მინიმუმ mRNA ვაქცინებით) დაახლოებით 88 პროცენტით ეფექტურია დელტაში გამოწვეული სიმპტომური დაავადების პროფილაქტიკაში. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ აცრილებს შორის დაინფიცირება, ე.წ , გარღვევა შესაძლებელია, მაგრამ სრულად აცრილი ადამიანების მხოლოდ 0.01-0.29 პროცენტს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება უკმაყოფილო იყვნენ რომ აცრის მიუხედავად შეხვდათ კოვიდი, ის გაცილებით მსუბუქია ვიდრე ექვივალენტური ინფექციები არავაქცინირებულ ადამიანებში: სრული ვაქცინაცია 96 პროცენტით ეფექტურია დელტადან ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო არავაქცინირებული ადამიანები შეადგენენ COVID-19 პაციენტთა 95 პროცენტზე მეტს ამერიკულ საავადმყოფოს საწოლებში.

ვაქცინები მუშაობს და კარგად მუშაობს. ვაქცინირებული ადამიანები უდავოდ უფრო უსაფრთხოა ვიდრე არავაქცინირებული ადამიანები.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირები კარგად არიან დაცული, მაღალი ვაქცინირებული საზოგადოება მაინც შეიძლება იყოს დაუცველი, სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, არავაქცინირებული ადამიანები შემთხვევით არ ნაწილდებიან.

სამაგიეროდ, ისინი მიდრეკილნი არიან გეოგრაფიულად დაჯგუფებული და სოციალურად დაკავშირებული, ქმნიან დაუცველ არეალებს, რომლებზეც დელტას შეუძლია შეტევა. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებლები მეორე, დელტა შესაძლოა პოტენციურად გავრცელდეს ვაქცინირებული ადამიანებისგანაც – რა ბოლო დროს ანტივაქსერების საუბრის თემა გახდა.

თუმცა ახლახან სინგაპურში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული დატვირთვები აცრილ ადამიანებში დელტა შტამის დროს მაღალია, ისინი უფრო სწრაფად ეცემა აცრილ ადამიანებში.

ეს გასაგებია: ვაქცინებით გამოწვეული იმუნური თავდაცვა ცირკულირებს მთელ სხეულში და დრო სჭირდება ცხვირში შეჭრილი ვირუსის ამოსაცნობად. როგორც კი ეს მოხდება, ვირუსების რაოდენობა მკვეთრად მცირდებოდა რადგანაც ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით ნაკლებად ინფიცირდებიან პირველ რიგში, მათ ასევე აქვთ გაცილებით ნაკლები ალბათობა, რომ გადასცენ დელტა ვიდრე არავაქცინირებულმა ადამიანებმა!!! ეს ასეა, და ეს უნდა გაიგონ ანტივაქსერებმა.

მესამე, დელტას უკიდურესი გადაცემა აბათილებს საზოგადოების დაცვას, რომელსაც ვაქცინები გვთავაზობენ თუ სხვა სიფრთხილის ზომები არ მიიღება. ამიტომაც დელტა შეიძლება გავრცელდეს ნახევრად აცრილ ქვეყანაში უფრო სწრაფად, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი სრულიად არავაქცინირებულ ქვეყანაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქებები იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 90 პროცენტია, მაგრამ სხვა დაცვა არ არსებობს. ამიტომაც საუბრობენ უკვე ქვეყნები რომ დელტას პრობლემის გადაჭრა ნამდვილად არ არსებობს მხოლოდ ვაქცინაციის გზით და ამიტომაც იყო არასასურველი შედეგების მომტანი ყველა შეზღუდვის გაუქმება და ტურიზმის სეზონის კარღიაობა

სწორედ აქ არის მიმდინარე პანდემიური დილემა: ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალება ინდივიდებისათვის, რათა დაიცვან თავი, მაგრამ როგორც საზოგადოებამ ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ვაქცინა, როგორც ჩვენი ერთადერთ დაცვა, რადგან არავაქცინირებული საზოგადოება საკმარისად დიდია დელტას გავრცელების ხელშესაწყობად და ამიტომაც არის საჭირო სხვა შემაკავებელი ღონისძიებების გატარებაც.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ ზრდის ციკლი შეჩერდება და პანდემია გაქრება. ახალი კორონავირუსი გახდება ენდემური – ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ის იქნება ნაკლები პრობლემა, არა იმიტომ, რომ შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ აღარ იქნება ახალი და ხალხიც იქნება იმუნურად დაცული.

ვაქცინირებული ადამიანებს შეიძლება შეხვდეს ის ვირუსი მაგრამ ამის შედეგად ისინი არ გახდებიან მძიმედ დაავადებულნი. ზოგიერთს ექნება უსიამოვნო სიმპტომები, მაგრამ გამოჯანმრთელდება. ბევრი შესაძლოა ვერც კი გაიგებს რომ ეს ვირუსი შეხვდა. ნიღბების ტარება, დისტანციურად მუშაობა და ბევრი სხვა რამ , ყველა ეს ზომა შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების ისეთივე რეგულარული ნაწილი, როგორიც არის ღვედები, პრეზერვატივები, მზისგან დამცავი საშუალებები, კბილის პასტები და ყველა სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად.

მაგრამ მანამდე საქართველომ უნდა მიაღწიოს….“, – წერს ზაზა წერეთელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved