• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა

ალია ავტორი - ალია
12:13 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

2021 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა და 23 მილიონი ლარი შეადგინა.

მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 21.3 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, 19.3 მილიონი ლარი პირდაპირი რეკლამა და სპონსორობა იყო. ყველაზე მეტი, 6.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა. 1.9 მილიონი ლარით მეტია „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი, რომელიც მეორე კვარტლის მონაცემებით, 3.2 მილიონ ლარს შეადგენს. 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო შემოსავალი და 2.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ 1.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტია, 0.9 მილიონი ლარით არის  გაზრდილი „ტელეკომპანია პირველის“ სარეკლამო შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს შეადგენს. 0.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 1.2 მილიონ ლარს შეადგენს „პოსტვ”-ის სარეკლამო შემოსავალი, ასევე 0.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავლები, რომლებიც 0.9-0.9 მილიონ ლარს შეადგენს.  0.2 მილიონი ლარი სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის მეორე კვარტალში, 90%-ით გაიზარდა და 1.735 მილიონი ლარი შეადგინა. რადიოების სარეკლამო შემოსავლების 85.8% ასევე პირდაპირ რეკლამას უკავია. ყველაზე მეტი, 965.1 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მიიღო, რადიო „იმედს“ სარეკლამო შემოსავალი 183.3 ათასი ლარი ჰქონდა, 88.5 ათასი ლარი შეადგინა „რადიოცენტრი პლუსის“ სარეკლამო შემოსავალმა, 77.5 ათასი ლარი „ქართულმა რადიომ“, ხოლო 77.0 ათასი ლარი რადიო „ჯორჯიან თაიმსმა“ მიიღო. „ჩვენი რადიოს“ სარეკლამო შემოსავალმა 61.3 ათასი ლარი, მედია ჰოლდინგის – „აფხაზეთის ხმა“ – 59.5 ათასი ლარი, ხოლო კომპანია „მედიასტრიმის“ შემოსავალმა 53.1 ათასი ლარი შეადგინა. 31.0 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“, „ახალი რადიოს“  მიღებულმა შემოსავალმა კი 19.3 ათასი ლარი შეადგინა. 119.3 ათასი ლარი დანარჩენ რადიო მაუწყებლებზე გადანაწილდა.

სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved