ისრაელის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა კორონავირუსთან ბრძოლის საბჭომ ახალი შეზღუდვები დაამტკიცა. შეზღუდვების დაწესება „დელტა“ შტამის ფართოდ გავრცელების გამო გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას Newsru.co.il ავრცელებს.
ე.წ. „მწვანე სტანდარტის“ შეზღუდვები საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებზე, კინოთეარტებსა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე გავრცელდება. ამ ზომებისგან მხოლოდ 3 წლამდე ბავშვები თავისუფლდებიან.
3-დან 12 წლამდე ბავშვებს შესასვლელთან ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა მოუწევთ, რომლის გაკეთებაც უფასოა. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ საფუძვლიანი მიზეზი, არ გაიარონ ვაქცინაცია, სწრაფი ტესტის საფასურის გადახდა მოუწევთ.
ეს რეგულაცია 18 აგვისტოდან ამოქმედდება.
სავაჭრო და კომერციულ ცენტრებში ამოქმედდება “იასამნისფერი სტანდარტი”. აქ 7 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი იქნება დაშვებული. შეზღუდვა არ ვრცელდება 100 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის მაღაზიებზე.
“იასამნისფერი სტანდარტი” მოიცავს შენობის შესასვლელში სიცხის გაზომვას, შენობაში ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვას, მუდმივ ცვლაში მუშაობას და ა.შ.
“იასამნისფერი სტანდარტი” 16 აგვისტოდან ამოქმედდება.
ასევე, შეზღუდვები დაწესებულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე. შენობაში, სადაც დასაჯდომი ადგილები არ არის, 1000-მდე ადამიანს შეუძლია ყოფნა, გარეთ – 5000-მდე.
კერძო სახლებში, ასევე იმ ადგილებში, რომლებზეც “მწვანე სტანდარტი” არ ვრცელდება, მხოლოდ 50 ადამიანი უნდა იყოს, გარეთ კი – 100. შეზღუდვა 18 აგვისტოდან შედის ძალაში.
ისრაელში ამ დროისთვის კორონავირუსის 918 237 შემთხვევაა დადასტურებული, 6 587 ადამიანი გარდაიცვალა,
კომენტარები