• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი

ალია ავტორი - ალია
12:18 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პარტიაა და არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რითაც საფრთხეში ჩააგდებს სახელმწიფოს და მოსახლეობას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება პროგნოზირებადი გახადა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს სტაბილურობის განცდა და პროგნოზირებადი მომავალი სჭირდება.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ერთგული წევრები. თქვენი დახმარებით, გვერდში დგომით ქართულმა ოცნებამ ბოლო შვიდ არჩევნებში ღირსეული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და ერთგულება, ეს გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ და ჩვენმა დიდმა ოჯახმა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად ვიცით ერთგულების ფასი. ბევრი გულის ტკენაც იყო, ბევრი შეცდომა იყო, ბევრი მოღალატე იყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი, „ქართული ოცნება“, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ყოველთვის გავიმეორებ ამას, ვინაიდან ეს არის სიმართლე-ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველა წინსვლის და განვითარების. ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სიტყვა „პროგნოზირებადი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადვილად გასაგები, აღქმადი ყველა მოქალაქისთვის, იქნება ეს ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი, მეწარმე, ფერმერი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილურობის განცდა. მას სჭირდება პროგნოზირებადი მომავალი. აი, სწორედ ეს პროგნოზირებადი მომავალი გარანტირებული გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენი პარტია, ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი პარტია და ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რითაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. შეცდომები არ გვაქვს? რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ეს შეცდომა არის გამოსწორებადი. ახლა ჩვენ სრული მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ძალიან ღირსეულად, ძლიერად გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ჩვენ უნდა ჩავიდეთ. მერი უნდა ჩავიდეს ყველა სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს, მოსახლეობას ელაპარაკოს და ადგილზე გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა. მეგობრებო, მოსახლეობას სჭირდება ზრუნვა, ყურადღება, ჩემი დავალება თითოეული მერისადმი იქნება, რომ სწორედ მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ ჩვენს მოქალაქეებზე“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved