ლიონელ მესი ოფიციალურად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი Twitter-ზე ავრცელებს.
„პარი სენ-ჟერმენი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ ლეო მესიმ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით“, – ნათქვამია პარიზული კლუბის განცხადებაში.
პარიზულ კლუბში მესი 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის რანგში მესის პირველი პრესკონფერენცია 11 აგვისტოს გაიმართება.
მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში გამოდიოდა.
„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა, 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.
კომენტარები