• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა აქტიური მსჯელობის საგანი არის ივერმექტინი – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:07 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ წყდება მცდელობა მიაგნონ მედიკამენტს, რომელიც მაღალეფექტიანი იქნება COVID-ით პაციენტების სამკურნალოდ. მთელ მსოფლიოში ტარდება მცირე და დიდი კვლევები სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტების ეფექტიანობის შესაფასებლად. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა აქტიური მსჯელობის საგანი არის ივერმექტინი.

ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტიული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული.

COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ ივერმექტინს აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს.

ივერმექტინი გამოყენებულ იქნა ინდოეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი დიდი COVID ეპიდ. აფეთქების დროს, თუმცა ინფორმაცია შედეგების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ა.წ. ივლისში გამოქვეყნდა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული 24 რანდომიზებული კლინიკური კვლევის მეტაანალიზი COVID-19-ით ავადმყოფებში ივერმექტინის გამოყენების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ივერმექტინის გამოყენებამ 11 რანდომიზებულ კვლევაში საშუალო და მძიმე ინფექციით ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილობა, ასევე ზოგოიერთ კვლევაში იგი ამცირებდა ანთებითი მარკერების მაჩვენებლებს და აჩქარებდა ვირუსის კლირენსს. ამავე დროს მეტაანალიზში ნათქვამია, რომ მიმოხილული კვლევების შედეგების ნაწილი არ იყო რეცენზირებული. აგრეთვე ამ კვლევებში არის წინააღმდეგობრივი მონაცემებიც.

სადღეისოდ ივერმექტინს არ აქვს აშშ FDA-ისანEMA-ს ოფიციალური რეკომენდაცია (approval), ხოლო ჯანმო, NIH და მსოფლიოს სხვა წამყვანი ინსტიტუციები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ივერმექტინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში.

ამ დღეებში შედგა კლინიკური ჯგუფის და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა, სადაც აგრეთვე მონაწილეობდა NCDC-ის დირექტორის მოადგილე ბ-ნი პაატა იმნაძე. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ივერმექტინის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება უახლოეს დღეებში” – წერს ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved