• რეკლამა
  • კონტაქტი
10:14, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავა კენან ომაროვზე: მალე ვნახავთ იმ წარმატებას, რომელიც ექნება ჩვენს კანდიდატს და მჯერა, პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას

ალია ავტორი - ალია
12:58 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მალე ვნახავთ იმ წარმატებას, რომელიც ექნება ჩვენს კანდიდატს და მჯერა, პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ , „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენაზე, მარნეულში განაცხადა.

მისი თქმით მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში უამრავი პროექტი განხორციელდა თუმცა, კიდევ უდიდესი პოტენციალი არსებობს, რომლის განვითარებაც აუცილებელია.

„მოგესალმებით ამ ნამდვილად მრავალფეროვან და შრომისმოყვარე ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ტყუილად არ მითქვამს სიტყვა „შრომისმოყვარე“. მე ხშირად ვსტუმრობდი მარნეულს, ხშირად გამოვსულვარ დილის 6 – 7 საათზე და სიამაყით ვყოფილვარ აღვსილი და გაკვირვებული, როდესაც მინახავს მთელი ოჯახი – დიდი და პატარა როგორ შრომობენ. საამაყოა – ისინი ქმნიან დოვლათს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

ყველამ ვიცით, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელსაც შედეგები ეტყობა, რაც მეტ შემოსავალსა და განვითარებაში აისახება. თუმცა, დავამატებ, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია. ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც აქ იქმნება, რომელსაც ჩვენ ყველანი ვყიდულობთ, აუცილებელია, ეს პროდუქცია გავიდეს ევროპაშიც, ამის ყველანაირი ბერკეტი არსებობს: ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ნახევარ მილიარდიან ბაზარზე გვიხსნის გზას. აუცილებელია, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი მერი, ძლიერი მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეულ მოქალაქეს, თავისი შრომა უფრო მეტად დაუფასდეს. მერობის კანდიდატი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდობის ჩართულობით უფრო მეტი შედეგი შეიძლება დაიდოს, ის ამ მიმართულებით გაცილებით მეტს იმუშავებს და მეტ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდა თაობას ამ ქალაქში. დარწმუნებული ვარ, შედეგები თავისას იტყვის – მალე ვნახავთ იმ წარმატებას, რომელიც ექნება ჩვენს კანდიდატს და მჯერა, პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, გავაგრძელებთ იმ განვითარებას, რომელიც წლების წინ დავიწყეთ და დავდებთ იმაზე დიდ შედეგებს, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ. კიდევ ერთხელ, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, მინდა წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების“ გუნდს“,- განაცხადა კახა კუჭავამ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved