• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა, მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს

ალია ავტორი - ალია
12:56 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

ჩვენ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა, მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში,  „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა.

 „გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გამოდიოდა და ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი რა თქმა უნდა ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას 8 წლის წინ და დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა. მმართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველს მოსდის შეცდომაც, ხარვეზები, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ. რაც მთავარია, ჩვენ მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved