საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს.
ფხაკაძის თქმით, არსებული ვითარება პირველ რიგში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
„პასუხი არის ერთი და ეს არის არჩევნები. ყველგან, სადაც წინასაარჩევნო პერიოდია, არის ერთი გამოწვევა, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო სხვანაირია და გადაწყვეტილებები არ არის ადეკვატური. წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს. აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი“, – აღნიშნა ფხაკაძემ.
კომენტარები