• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა ეშველება ყველაფერ ამას?“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:02 08-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

„ისმის კითხვა, რა ეშველება ყველაფერ ამას?“ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

„საერთოდ ქართული სახელისუფლო სისტემა მუშაობს ასე:
თუ ბიძინა ივანიშვილი იძლევა მკაფიო და ცალსახა ინსტრუქციას, სახელმწიფო მანქანა მთელი თავისი ფორმალური თუ არაფორმალური სიმძლავრეებით იწყებს იმ ინსტრუქციის შესრულებას და ამ დროს ხელისუფლება მობილიზებულია და ასე თუ ისე ეფექტურად მოქმედებს. სხვა თემაა, რომ ეს ინსტრუქციები ხშირად ძალიან დამაზარალებელია ქვეყნისთვის და მაღალი ანგარიშით თავად ხელისუფლებისთვისაც, როგორც, მაგალითად, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში.

ხოლო თუ ბიძინა ივანიშვილისგან არ მოდის ცალსახა და მკაფიო ინსტრუქცია (და საკმაოდ ხშირად ასეცაა), მაშინ სახელისუფლო სტრუქტურები მინდობილი არიან საკუთარ თავს და მათი საქმიანაობის ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია მათივე ხელმძღვანელის კვალიფიკაციაზე. თუ გავითვალისწინებთ რა კადრები ჰყავს შერჩეული ივანიშვილს მაღალ თანამდებობებზე, არაა გასაკვირი, რომ ამ დროს მარჯვენამ არ იცის რას აკეთებს მარცხენა და შეუძლებელია გაერკვე ვისი ვიოლინო ვის როიალშია. პარტიის თავმჯდომარე რომ ირაკლი კობახიძე გეყოლება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სხვანაირად ვერც იქნება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ერთადერთი ლოგიკური ახსნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ავლენს ჭეშმარიტად გასაოცარ არაკომპეტენტურობას პანდემიის მართვაში, თავს ვერ აბამს ვაქცინაციას და ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკაც ბოლო დრომდე რაღაც ნახევრადანტივაქსერულივით იყო, არის ის, რომ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ეს საკითხი არ აღელვებს და დაბარებული აქვს. მიხედეთ პანდემიას თქვენ თვითონო.
ჰოდა, ამათაც მიხედული აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
ცხადია ისმის კითხვა, რა ეშველება ყველაფერ ამას? რაზედაც პასუხი არის ძალიან მარტივი: ამ ხელისუფლების პირობებში, არაფერი.“ – წერს ზურაბიშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved