• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ, ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის – ნიკოლოზ გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
12:05 08-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

სამწუხაროდ, ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით, ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის, – ამის შესახებ ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 41 249, საიდანაც 6 426 ადამიანი მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ჯამურ აქტიურ შემთხვევებთან 15.5%. რომ გვესმოდეს, ამაზე ქვემოთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაწევა აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევებისთვის (ინფიცირების ეს ტემპი თუ გაგრძელდა) უნდა მოხდეს ახალი საწოლების მობილიზება რომლის დიდი რესურსიც ქვეყანას უბრალოდ აღარ აქვს ფიზიკურად.

ამით იმის თქმა მინდა რომ დღეს სისტემა ინფრასტრუქტურულად მუშაობს იმ კრიტიკულ ზღვართან ახლოს რომლის იქით უბრალოდ ვეღარ შეძლებს მომსახურების გაწევას ჩვენი მოქალაქეებისთვის… რაც არ უნდა მაგრა მოვემზადოთ უბრალოდ ამ რაოდენობას ინფიცირებულების სისტემა ვერ ეყოფა. (ამ წუთისთვის ყველა ჩვენი ინტენსიური კოვიდ საწოლი დაკავებულია მათ შორის პედიატრიული!) ამას ემატება ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა ჩვენი სამედიცინო პერსონალის რომელიც 18 თვეა უკვე ამ ომშია განუწყვეტლივ… გაფიქრებაც კი მზარავს მაგ ზღვართან რომ მივიდეთ რა მოხდება… სამწუხაროდ ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის (ალბათ ხვდებით რომ ამ ყველაფერს ვინმეს მონაყოლს და ჭორად მოსმენილს არ გიყვებით, ჩვენი ჯგუფი ახორციელებს დღეს ყველაზე მეტი კოვიდ საწოლის, ისევე როგორც იმუნიზაციის ბრიგადების მიწოდებას ქვეყნისთვის).

აგვისტოს თვეში უკვე ფაქტია, რომ სამწუხაროდ იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში…

რაციონალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას და გავითვალისწინოთ რეალური კონტექსტი რაც გვაქვს (ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების ქმედითი განხორციელების დაბალი ალბათობა, ეკონომიკური გამოწვევების, ზაფხულის სეზონის, ჩამოწერილი ჯარიმების ფონზე), გამოსავალი გვაქვს იმაში რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი (კარგია დღეს რომ 23 000 ადამიანი აიცრა, თუმცა არასაკმარისი, ორჯერ მეტი გვინდა და ეს შესაძლებელია თუ მოვინდომებთ, ვაქცინაც ხელმისაწვდომია, გამტარიანობაც იზრდება ქვეყანაში, მარტო ჩვენი ჯგუფის კომპანიები აგვისტოში გავაორმაგებთ დღევანდელ მოცულობებს ვაქცინაციის ბრიგადების).

და შევეშვათ დიდ ქორწილებს და შეკრებებს, რომლებიც შემდეგში ბევრი ოჯახის ტრაგედიებში ითარგმნება…

ეს არის ჩემის აზრით რაც შეგვიძლია ჩვენ მოქალაქეებმა ჩვენივე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ დავამთავროთ ეს მძიმე ეტაპი! (პირბადის კეთებაზე აღარ შევჩერდები). უკაცრავად გრძელი პოსტისთვის, მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად არაა სახუმარო.

სკეპტიკოსები, იქნებიან ეს საერო თუ სასულიერო პირები შემიძლია “ექსკურსიაზე” დავპატიჟო რომელიმე ჩვენს კოვიდ ინტენსიურ განყოფილებაში… დიდება 2008 წლის რუსეთთან ომში დაღუპულ ჩვენ გმირებს! გაძლება ჩვენს სამედიცინო პერსონალს,“- წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved