• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვზივარ და ვსკდები ტირილით! – მდიდარი ადამიანი ხარ შენი მეგობრობის და სიყვარულის უნარით” – რას წერს ირაკლი კაკაბაძე ლევან ვასაძეზე

ალია ავტორი - ალია
11:16 08-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პარტია “ერის” ლიდერის, ლევან ვასაძის ჯანმრთლობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ არა მარტო ილოცებს, არამედ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე მეტ ხანს გაგრძელდეს. 

ამასთან, კაკაბაძე თავის პოსტში ამბობს, რომ ის ლევან ვასაძეს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აფასებს და მას მხოლოდ მისი საოცარი ადამიანობით აფასებს. მწერალი ამავე პოსტში 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და დასძენს, რომ მაშინ 19 წლის ლევან ვასაძემ საკუთარი თავი სრულიად დაივიწყა და რუსთაველის გამზირზე დაცემულ გმირ ქალებს გადარჩენისთვის ეხმარებოდა. 

“ეს არის ჩემი ადამიანური ვალი და ძალიან დიდი ტკივილი.  ლევან ვასაძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. მე მას მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ვაფასებ, ისევე როგორც ბევრ ჩემს მეგობარს, ჩემს ნათესავს.  მე მას მისი საოცარი ადამიანობით ვაფასებ.   რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი ბევრი სიკეთე, რომელც ამ ადამიანს გაუკეთებია. 

პირველი ესეთი უანგარო სიკეთე მე 1989 წლის 9 აპრილს ჩემს თავზე გამოვცადე, როცა გაგიჟებულ გაშმაგებული საბჭოთა ჯარისკაცების ორვეს ერთად გვკლავდნენ, იმისათვის რომ ჩვენ წაქცეული ქართველი გმირი ქალების წამოყენებას ვცდილობდით რუსთაველის გამზირზე.  ამ მომენტში მე ვნახე ადამიანობის ნამდვილი მაგალითი, როდესაც 19 წლის ლევანმა თავისი თავი სრულიად დაივიწყა, ჯერ დაცემული გმირი ქალების წამოსაყენებლად და ბევრ მათგანს სიცოცხლეც გადაურჩინა ჩემს თვალწინ.  და ბოლოს, მეც დამეხმარა – შორიდან გადამეფარა, როცა ჩემს მოსაკლავად გამოქანებული ნიჩაბი დაინახა. 

ამის მერე მან ორჯერ სიკვდლისგან იხსნა ჩემ საყვარელი და.  და ძალიან ბევრ მეგობარს დაეხმარა.  მე ამის დავიწყება არასდროს არ შემიძლია – მე ჩემი ძმა ლევან ვასაძე ადამიანურად ისევე მიყვარს და უფრო მეტადაც, ვიდრე ადრე.  ახლა, ამ მართლაც საშნელი განსაცდელის ჟამს მე მინდა მას ვუთხრა რომ მე მთლიანად მის გვერდზე ვარ, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, მუხედავად მათი აღმსარებლობისა, ეროვნებისა თუ ორიენტაციისა.  

ლევან, შენ მდიდარი ადამიანი ხარ შენი მეგობრობის და სიყვარულის უნარით – და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ არანაირ ძალადობაში არც ჩაერეოდი აქ რომც ყოფილიყავი, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი 1989 წლის 9 აპრილს როგორი ნამდვილი თავდადებით ეხმაებოდი შენს ჩაგრულ გმირ ქალებს, რომელთაც საქართველოს თავისუფლება მოუტანეს.  

მე, როგორც იცი, არ მიყვარს ტყუილი სიტყვების თქმა და მინდა პირდაპირ გითხრა რომ ვზივარ ახლა ჩემს მაგიდასთან და ვსკდები ტირილით.  მე შენთვის არამარტო ვილოცებ, ჩემო საყვარელო ძმაო – არამედ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი სიცოცხლე რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს.  ჩემთვის შენ მრავალ ნიჭთან ერტად მთავარი ნიჭი შენი სიყვარულის ნიჭია და სხვა ადამიანისთვის თავდადების ნიჭი.  სიყვარული კი არის ღმერთი – როგორც ამას ამბობენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარტია “ერის” ლიდერმა, ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. აღნიშნულ ვიდოში ის ამბობს, რომ მისი ამჟამინდელი დიაგნოზია “აელ” ტიპის ამილოიდოზი, რომელიც მილიონი კაციდან მხოლოდ ორს ემართება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved