• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის გაგრძელებას ითხოვს – კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს

ალია ავტორი - ალია
21:23 06-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა დასრულდა. შესაბამისად, მაისის ხელფასი იყო ბოლო, როდესაც ბიზნესებმა შემცირებული გადასახადები გადაიხადეს. ამ დახმარების ფარგლებში ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული იყო. 750-დან 1500 ლარამდე თანხა კი – ნახევრად გათავისუფლებული. პროგრამის შედეგად, ბიზნესმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლის თანახმად, შეღავათები შესაძლოა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს.

„კოვიდ-პანდემიის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვით, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი გათავისუფლებული იქნა საშემოსავლო გადასახადისგან (კერძოდ, თვეში 750 ლარამდე შემოსავლის ნაწილში). წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დამატებით 6 კალენდარული თვით გრძელდება ზემოაღნიშნული შეღავათის, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრული ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვით დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს და მიზეზად ასახელებს იმას, რომ შეღავათი სწორედ 1 ივნისს დასრულდა.

გარდა ამისა, განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს.

„კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ საწარმოში (კომპანიაში) დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხებ. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში  დაახლოებით 225 მილიონ ლარს შეადგენს“, – წერია განმარტებით ბარათში.

აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ბიზნესიც ითხოვს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved