• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საავადმყოფოში მიბრუნების მეშინია… 47 წლის ასაკში რაღაცის პირველად მეშინია“ – თინა ხიდაშელის პირველი ინეტრვიუ კოვიდის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
01:43 06-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
415

თინა ხიდაშელი… – ვისაც ის მხოლოდ პოლიტიკოსის ამპლუაში, ეკრანზე გინახავთ, ალბათ, მას ძლიერ, მებრძოლ ქალად დაახასიათებთ; ასეც არის… მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი გამძლეობა ძალიან დიდი და მოულოდნელი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა – კოვიდი. 

ავადმყოფობა, თითქოს, მსუბუქად, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ დაიწყო – თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა – „ჩემგან წასული ვირუსი, სიყვარულით წავიდა, როგორც ჩანს და მათთან ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა… ყველანი მარტივად გამოვიდნენ მდგომარეობიდან“

ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. 

„ლანდებივით, დაბლარული კადრებივით მახსოვს ყველაფერი… მაღალი სიცხის გამო აგონიაში ვიყავი… ფილტვები იყო მთავარი პრობლემა, თუმცა, ძალიან სწრაფად დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევა, რამაც დაამძიმა მდგომარეობა. პრაქტიკულად მკურნალოების საჭიროება გახდა ყველა ორგანოზე. ღვიძლი სერიოზულ მდგომარეობაში იყო, თირკმელი ამ წუთასაც სერიოზულ პრობლემას მიქმნის. დამემართა კოშირენის დაავადება, რამაც გამოიწვია სახის ასეთი კატასტროფულად გასიება, ეს კი ჩაცხრება, მაგრამ ამან დეფორმაცია გამოიწვია და არ ვიცით, მერე რა მდგომარეობა იქნება“, – ყვება თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი მოგიყვებათ თავისი ავადმყოფობის უმძიმეს ისტორიას – იმდენად მძიმეს, რომ ამბობს: “საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას, სიკვდილი მირჩევნიაო”. ექიმები ამბობენ, რომ უამრავმა გართულებამ, რომელიც ათეულობით სხვადასხვა პაციენტში უნახავთ, აქ ერთ ადამიანში მოიყარა თავი. 

მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა – თქვენ ამას ახლა თავად ნახავთ. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ ცვივა – არა, არ ცვივა; უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება. „თმა შევიღებე 4 თვის წინ და ერთი სანტიმეტრიც კი არ გამზრდია“ – ამბობს თინა ხიდაშელი

ეს საინტერესო, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტია იმ სიძნელეებთან შედარებით, რომლებიც მან ოჯახის წევრების და, განსაკუთრებით, მეუღლის დახმარებით გადალახა. 

თეა ადეიშვილმა, რომელმაც ჩაწერა ეს ინტერვიუ, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: “საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდაო”. როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა. 

დათო – რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა –  მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება. 

თინა ხიდაშელმა ეს შეძლო.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ

წყარო – „მთავარი ტვ“

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved