ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე მსხვილი ნაწლავის სიმსივნის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ aljazeera იუწყება.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონი სან-პაულუს ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
„პაციენტი სტაბილურად არის და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაეწერება“, – აცხადებენ საავადმყოფოში.
განცხადებაში პელეს სიმსივნის სერიოზულობისა და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ დეტალები არ არის მითითებული.
პელეს სიმსივნეზე ოპერაცია 4 სექტემბერს ჩაუტარდა, მან ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა.
კომენტარები