• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს..თუ რამე მაქვს, იცოდეთ რომ გადანერგილია”

ალია ავტორი - ალია
22:34 05-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

2019 წლის 20-21 ივნისის ღამით აქციის დარბევისას დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მიმართა და დეტალურად გაიხსენა ის შემზარავი წუთები , როცა დიდი ნარინჯისფერი ტყვიებით ადამიანები დაამახინჯეს.

როგორც სულაშვილი ამბობს, 8 ოპერაცია გაიკეთა და სახის ძვლები ერთ მხარეს საერთოდ არ აქვს, მიუედავად ამისა ის არც ერთხელ მოუკითხავთ.

“20 ივნისს არ ვიცოდი რა ხდებოდა, საღამოს დავბრუნდი სახლში და გავიგე, თურმე გავრილოვი ჩამოუყვანიათ. მოათავსეს [პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში] ძალიან რბილად და თბილად და ალბათ, იქამდე ტკბილი ჩაიც მიართვეს. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ავღელდი, გამახსენდა ის გმირები, რომლებიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ და საქართველოსთვის თავი შესწირეს; ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ჩვენი გმირების დახოცვაში, ჩამოვიდა საქართველოში და ზარ-ზეიმით დავხვდით, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი არ მოითმინა.

დაახლოებით ათი საათისთვის ვიყავი პარლამენტის წინ, არაფერი ხდებოდა, სრული სიმშვიდე იყო. მე როცა მივედი, ცრემლსადენი გაზი უკვე გაშვებული იყო და ხალხი დაშლილი იყო. შემდეგ 5 წუთში ისევ მოხდა ხალხის მობილიზაცია და განაგრძეს მშვიდობიანი პროტესტი. უცბად დაიწყო ჯერ ცრემლსადენი გაზის სროლა და შემდეგ რეზინის ტყვიების. პატარა რეზინის ტყვიებზე არ მაქვს საუბარი, აქ იყო ნარინჯისფერი ტყვიები, რომლებიც საკმაოდ აზიანებენ ადამიანს. არ დავიწყებ რისთვის ან რაში გამოიყენება ეს ტყვიები. დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა. არცერთი გაფრთხილება არ ყოფილა. არავის უთქვამს, დავიწყებთ სროლას და დატოვეთ ტერიტორიაო. ეს გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე დააბრმავეს, თვალი ამოგვთხარეს, ძვლები დაგვიმტრიეს.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ 20 ივნისი არასდროს წაიშლება. თითოეული იქ დაზარალებული ადამიანი არის მსხვერპლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გავრილოვი ჩამოიყვანეს. თვალები დაგვთხარეს, ადამიანები დაუნდობლად ცემეს, ვინ აუნაზღაურებს მათ მორალურ, ფიზიკურ და ყველანაირ ტკივილს, რაც 20 ივნისის ღამეს მიაყენეს არა მხოლოდ შემსრულებლებმა, რომლებმაც ჩახმახს გამოჰკრეს თითი, არამედ ვინც ბრძანება გასცა. მე საერთოდ არ მაინტერესებს, თუ ვინ რას აწერს ხელს და რა ხელშეკრულებები იდება. ჩემი პოზიცია არის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისში მიუძღვის წვლილი- იქნება პოლიციელი, რომელმაც გაისროლა თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა. არ გაისვრიან, თუ არ აქვთ დავალება.

8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე მაქვს, იცოდეთ რომ გადანერგილია. მხოლოდ თვალის დაკარგვაზე არ არის ლაპარაკი, ცალ მხარეს არაფერი მქონდა. ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო, რა გადავიტანეთ. დღესაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალი ამოგვთხარეს. მხოლოდ სამი პოლიციელი [ამდენია ბრალდებული უფლებამოსილების გადამეტებისთვის] ადამიანების ასე მასობრივად დასახიჩრებას ვერ შეძლებდა. რაც შეეხება ადამიანების მხრიდან ძალადობას, არავინ უმიზეზოდ არაფერს გააკეთებდა. იქნებოდა რაღაც წინა პროცესი, როდესაც ადამიანის მიმართ ძალადობა და გაღიზიანება მოხდა, მას შემდეგ, ალბათ, დაიწყო ის, რაც დაიწყო. არავის ვამართლებ, კანონის წინაშე უნდა ვიყოთ ყველანი ერთი — ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე. ჩვენ არ ვიყავით მოძალადეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები ვიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ დაგვცალდა პროტესტის გამოთქმა. 

20 ივნისის შემდეგ არცერთი ადამიანი არ დაინტერესებულა ჩვენი ბედით. არავინ მოსულა და არ უკითხავს: გიორგი სულაშვილო, როგორ ხარ?, – ამბობს სულაშვილი.

,,ნიუპოსტი”

თეგები: 20 ივნისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved