• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ძმამ გამაუპატიურა, 8 წლის ასაკში თვითმკვლელობა ვცადე – 15 წლის გოგონას უმძიმესი წერილი

ალია ავტორი - ალია
20:35 01-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

სოციალურ ქსელში, გვერდი დამიცავი• პატარა ვარ სექსუალური ძალადობის მხვერპლის უმძიმეს ისტორიას აქვეყნებს:


“მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარ. 15 წლის გოგო ვარ, რომელზეც 6 წლით უფროსი ძმა ძალადობდა…

დიახ, მე ფსიქიკა საკუთარმა ძმამ დამინგრია…

7 წლის ვიყავი, როდესაც ღამე ჩემი ძმა ჩემს საწოლში გადმოვიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. მაშინ არ ვიცოდი საერთოდ, რა იყო სექსი და ვერც ვიაზრებდი, რას აკეთებდა. დილით კი საკუთარ თავს დავაჯერე, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და სხვა არაფერი.

დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, როდესაც მარტოები დავრჩით, გამაუპატიურა. ვყვიროდი, ვეხვეწებოდი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ არ მისმენდა და აი ამ დღიდან, ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ყოველდღე სისტემატიურად ჩემზე ძალადობდა, მე კი უსუსური ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი მის შესაჩერებლად…

8 წლის ასაკში იმდენად ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, რომ თვითმკვლელობა ვცადე… საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, გადავრჩი და რამდენიმე ტყუილით გამოვძვერი ისე, რომ ვერავინ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს… ამ ჯოჯოხეთში 5 წელი ვიცხოვრე და მე ხმას ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ მრცხვენოდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, არ დამიჯერებენ-მეთქი, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც მხრივ მეცოდებოდა ჩემი ძმა და ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვიკლავდი, ცრემლებს ვიწმენდდი და ეზოში გავდიოდი თოჯინებით სათამაშოდ…

4 წელია, რაც ჩემი ძმა აღარ შემხებია, მაგრამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს მიღებული. სულ მგონია, რომ ვიღაც დამყვება, სულ მგონია, რომ იგივე განმეორდება არ მშორდება ეს შიშები და გაუსაძლისია უკვე ასე ცხოვრება… ჩემი ასაკის გოგოებს რომ ვუყურებ, მხოლოდ ქრაშებზე და შეყვარებულებზე არიან გადართულები და ამ დროს მე ბიჭი რომ მეხება, თვალწინ ყველა ის კადრი მესახება, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანე…

დღეს ჩემს ძმას ცოლიც ჰყავს და შვილიც. ერთი პატარა ტკბილი ოჯახი აქვს და უდარდელად ცხოვრობს, მე კი მისი სიამოვნების გამო წამითაც ვერ ვიშორებ საშინელ ფიქრებს… დედასთან ამაზე არასდროს მისაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ გამგები და თბილი დედიკო მყავს. უბრალოდ, ზედმეტად მტკივნეული იქნება მისთვის ის ფაქტო, რომ მისი ერთი შვილი მეორეს 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ესეც რომ არა, ვიცი, ხმამაღლა თუ ვისაუბრებ ამაზე, ჩემს ძმას ოჯახი დაენგრევა, მე კი ვერ დავუშვებ ჩემი ძმიშვილი უმამოდ გაიზარდოს, იმიტომ რომ ვიცი, რაცაა მამის გარეშე ცხოვრება.რადგან ჩემებმა არ იციან, რამხელა ტვირთს დავათრევ ზურგით, ფსიქოლოგთან სიარული ფიზიკურად არ შემიძლია მე ვერ გავწვდები ფსიქოლოგის თანხებს…არ ვიცი, თქვენგან რას ვითხოვ, უბრალოდ მინდოდა ჩემი ისტორიის გაზიარება… მადლობა ყველას ვინც ბოლომდე მომისმინეთ ძალიან კარგები ხართ…”

თეგები: კრიმინალიძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved