• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ალია ავტორი - ალია
11:48 03-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
921

ვერძი

ამ დღეს სწრაფი, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ. ხვდებით, რომ ეს თქვენი საუკეთესო არჩევანი იყო. ცხოვრება საინტერესო შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომელსაც აუცილებად უნდა დათანხმდეთ. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ ქმედებებში ეჭვი არ შეიტანოთ. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიოთ.

კურო

შესანიშნავი დროა კარიერისა და პირადი ცხოვრების დაგეგმვისთვის. ამ დღეს შეგიძლიათ დიადი მიზნები დაისახოთ – ვარსკვლავების მხარდაჭერით, ყველა საქმეში წარმატება გელით. გეგმები, რომლებსაც დღეს დაისახავთ, მომდევნო თვიდან რეალობად იქცევა. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები უახლოეს მომავალში ფინანსურ მოგებას გპირდებიან – ეს შეიძლება მემკვიდრეობით მიღებული ფული ან ლატარიაში მოგება იყოს. სანამ ფულის დახარჯვას დაიწყებთ, დაფიქრდით: ფინანსური ვალდებულებები ხომ არ გაქვთ? თუ გაქვთ, ჯობია თანხის ნაწილი ძველი ვალების გასასტუმრებლად გამოიყენოთ.  ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ.

კირჩხიბი

თუ ახალი ცოდნის მიღებას და განათლების დონის ამაღლებას გეგმავდთ, ჯერ იურიდიული და ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მუშაობის დროს ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ. ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა კოლექტიურზე ნაყოფიერი იქნება. დროა, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ.

ლომი

ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით ზედმეტად გულუბრყვილო და მიმნდობი, განსაკუთრებით კოლეგებთან. გამორიცხული არ არის, რომ მათ შორის შურიანებიც არიან, რომლებიც ცდილობენ ჭორების გავრცელებით ავტორიტეტი შეგილახონ. ეცადეთ მეტი მოთმინება და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და არაკეთილგანწყობილი ადამიანები თქვენი ბრძნული მოქმედებით გაანეიტრალოთ.

ქალწული

უდიდეს შინაგან რესურსს ფლობთ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ. ეცადეთ  შთაგონებისა და მოტივაციის წყარო იპოვოთ, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად განავითაროთ. ამ დღეს წარმატება და იღბალი თან გდევთ, შესაძლოა, კარიერული წინსვლის შესაძლებლობაც გაგიჩნდეთ.  ეცადეთ თქვენი ენერგია სწორად წარმართოთ – იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, სპორტით დაკავდით ან დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულეთ.

სასწორი

სასიამოვნო საზრუნავით სავსე, საინტერესო დღეა. შესაძლებელია, რაღაც საოცარი, თითქმის ჯადოსნური მოხდეს. სამყარო თქვენს მხარესაა. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის. ჩაიფიქრეთ სანუკვარი სურვილი – დიდი შანსია, რომ ის სწრაფად და დიდი ძალისხმევის გარეშე აგისრულდეთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ – ყურადღება მიაქციოთ, ესაუბროთ და გაახაროთ.

მორიელი

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ  არ უნდა დანებდეთ – თუ საჭირო ძალისხმევას გამოიჩენთ, პრობლემების მოგვარებას შეძლებთ და სასურველ შედეგს მიიღებთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

ბედნიერი მომენტები მომავლისთვის არ გადადოთ! დატკბით ყოველი წუთით და დღევანდელი დღით ისარგებლეთ. დღის განმავლობაში მოხდება რაღაც, რაც  უმარტივეს, მაგრამ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას გაგახსენებთ. საღამო მნიშვნელოვანი ზარით, სასიამოვნო ამბით ან მოულოდნელი სიახლით დასრულდება. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

თხის რქა

ეს დღე მშვიდად და აუღელვებლად ჩაივლის. სირთულეები არც სახლში და არც სამსახურში მოსალოდნელი არ არის. მთავარია,  თავი ზედმეტი საზრუნავით არ გადაიტვირთოთ. მნიშვნელოვანია, რომ დრო პირად ცხოვრებასა და საქმეს შორის სწორად გაანაწილოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რომ დაუფიქრებელი შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

 

მერწყული

დროა, დაასრულოთ საქმეები, რომლებიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ოჯახური საქმეები, საყვარელი ადამიანების მოვლა სტრესისგან გათავისუფლბაში დაგეხმარებათ და დადებითად იმოქმედებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე.  ამ დღეს ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

უმჯობესია, ამ დღეს სახლში დარჩეთ. ვარსკვლავები გირჩევენ ყველა მიპატიჟებას უარით უპასუხოთ, რადგან არსებობს უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენის რისკი. სახლშიც ბევრი საქმე გაქვთ – შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი ვახშამი და საყვარელი ადამიანები დაპატიჟოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში და მხოლოდ ის ოპერაციები განახორციელეთ, რომლებშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved