• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – 66 ანაფილაქსიური შოკი ვაქცინაციისას და არც ერთი გარდაცვლილი დღემდე – როგორ ამოვიცნოთ და როგორ ვუმკურნალოთ ანაფილაქსიურ რეაქციას? – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
14:04 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი, “მთავარ” არხთან საუბრობს ანაფილაქსიურ შოკზე, მის დროულად ამოცნობაზე და მკურნალობაზე. იგი სოციალურ ქსელშიც წერს ამ თემაზე წერილს, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ “ალია”. ექიმი ყვება, რომ მსგავსი შემთხვევები ვაქცინაციისას ხდება ხოლმე, მათ შორის, მოხდა ფაიზერის, მოდერნას ვაქცინაციისას, თუმცა, “არც ერთი მათგანი ტრაგიკულად არ დასრულებულა.”

“მთავართან” ექიმი ამბობს: “ეპინეფრინი არის პირველი დახმარება, ეს არის ადრენალინის ფორმა, სამწუხაროდ, ამ ფორმით, თურმე, საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი, კალმისტრის ფორმისაა და ყველას შეუძლია მისი გაკეთება საჭიროებისას…. სადაც აცრები კეთდება, იქ უნდა იყოს წინასწარ გამზადებული დოზა…”

ნანა გეგეჭკორი:

“ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არის, ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი ნებისმიერი იმ ვაქცინების, რომლებითაც დაბადების პირველი დღეებიდან ადამიანები ვიცრებით.

კოვიდის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი უფრო ხშირად ფიქსირდება ვიდრე ეს სხვა აცრებს ახასიათებთ. აქამდე დაფიქსირებული ყველა შემთხვევა დეტალებში განვიხილე მთავარის შენი დილას ეთერში სულ ორიოდე კვირის წინ.

მაგალითად 18 იანვრის მონაცემებით ფაიზერის 9.943.247 დოზაზე ანაფილაქსიური შოკის 47 შემთხვევა დაფიქსირდა. მოდერნას შემთხვევაში 7.581.429 დოზაზე – 19 ანაფილაქსიური რეაქცია. ეს დაახლოებით არის 4.7 (ფაიზერი) და 2.5 (მოდერნა) ანაფილაქსიური რეაქციაა მილიონ დოზაზე, რაც დაახლოებით 5 -ჯერ მეტია გრიპის გაქცინასთან შედარებით. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, მაგრამ 2-3 დღეში გაეწერნენ, დანარჩენებს კი დახმარება პირდაპირ ვაქცინაციის ცენტრებში აღმოუჩინეს.

როგორ უნდა იყოს აღჭურვილი ვაქცინააციის ცენტრი რათა დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ყველა სტანდარტი?

ცხადია, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შესაბამისად გაწვრთნილი. ამავე დროს აუცლებელია ადექვატური აღჭურვილობა, რომ ანაფილაქტიური რეაქციის განვითარებისთანავე, პაციენტს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინონ.

ამისათვის დაგჭირდებათ:

1. ეპინეფრინი- თვითინექციის სპეციალურ კალამში უკვე გამზადებული დოზით ან წინასწარ განზავებული შპრიცი შესაბამისი კონცენტრაციით.

კონცენტრაციები: 1 მგ/მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული 1:1000 კონცენტრაციით ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ინექცია კეთდება ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, არ სჭირდება რაიმე სპეციალური ორიენტირების ცოდნა. დოზა 0.3 მგ – 0.5 მგ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა განმეორებითი დოზების გამოყენება შეიძლება 5-10 წუთის ინტერვალით. იმის გამო რომ ანაფილაქსიური შოკი, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ დროს ეპინეფრინს უკუჩვენება არ გააჩნია.

2. H1 და H2 ანტიჰისტამინური პრეპარატები: დიფენჰიდრამინი იგივე ბენადრილი, ცეტირიზინი, ფამოტიდინი, ციმეტიდინი (რომელიმე აქედან).

3. ინტრავენური საინექციო ფიზიოლოგიური ხსნარი.

4. საინტუბაციო მოწყობილობა.

5. ამბუს ბალონი თავისი ნიღბით.

6. წვდომა საინჰალაციო ჟანგბადთან.

7. პულსოქსიმეტრი.

8. არტერიული წნევის გასაზომი ხელსაწყო.

9. ბრონქოდილატატორი, მაგალითად ალბუტეროლი.

ანაფილაქსიური შოკის მკურნალობისას იცავთ ორ პრინციპს:

1. სასწრაფოდ უნდა აღდგეს ცირკულაცია. ასეთ დროს შიდასისხლძარღვოვანი მოცულობა სისხლძარღვს გარეთ გადაინაცვლებს და ამ შიფტის გამო წნევის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით ინტრავენური სითხის გადასხმა დაგჭირდებათ. ეპინეფრინი სისხლძაღვოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, საკმარისი რაოდენობით სითხე კი სისხლძარღვის მოცულობას შეავსებს. ორივე ერთად ქმნის არტერიულ წნევას.

2. სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სასუნთქი გზები ორი მიზეზით იხურება, ბრონქოსპაზმი და ტრაქეის შეშუპება. ამის მოხსნაში ისევ ეპინეფრინი, საინჰალაციო საშუალებები და ჟანგბადი დაგეხმარებათ. თუ სუნთქვის ფუნქცია სწრაფად არ აღსდგა, არ დააყოვნოთ ინტუბაცია. ეს პაციენტს ჰიპოქსიის მავნე გავლენისგან იხსნის. სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა შენარჩნუდეს 95%-ზე მაღალ დონეზე.

3. ბენადრილი ან ზემოთხსენებული სხვა ანტიალერგიული მედიკამენტები ფხანით გამოწვეულ დისკომფორტს მოხსნის. არც ერთი მათგანი არ ხსნის ბრონქოსპაზმს ან ტრაქეის შეშუპებას, ამიტომ პირველი რიგის ამოცნაა პირველი ორი პუნქტის სწრაფად ამუშავება.

4. ამ სამი პუნქტის დროულად ამუშავების შემთხვევაში, უმეტესად პაციენტს დამატებითი დახმარება აღარ სჭირდება. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება და მკურნალობის მიმართ პაციენტი რეზისტენტულია, ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

რეზისტენტული შემთხვევების მკურნალობა შევეცდები მოგვიანების მიმოვიხილო.

P.S. იმედი მაქვს, დღეს გართულებული პაციენტი მალე დაუბრუნდება ოჯახს ჯანმრთელი. მასზე ფიქრი არ მშორდება მთელი დღე. აუცილებლად უნდა გადარჩეს.

ანაფილაქსიური შოკით, კოვიდის ვაქცინით აცრილი, არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა და დარწმუნებული ვარ ქართველი ექიმებიც აუცილებლად შეძლებენ მის გადარჩენას.”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved