გიგი უგულავა სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ფოთის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებზე, საპოლიციო თავდასხმა იგეგმება.
SOS დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა არჩილ ხულორდავამ, ანიტა ჯოჯუამ და ლაშა რუხაიამ გამოაცხადეს შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ისინი ენმ-ს ფრაქციის ოთახში იმყოფებიან.
დღეს 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წვერები მოშიმშილეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.
კომენტარები