• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 დაავადება, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან, ლეტალური შედეგის რისკს ზრდის

ალია ავტორი - ალია
16:32 03-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

იტალიელმა ექიმებმა, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ის ქრონიკული დაავადებები დაასახელეს, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შედეგის ალბათობას. მათი დასკვნებით, ესაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ასევე  ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) და სიმსივნე.

კვლევა იტალიის ინფექციური და ტროპიკული დაავადებების საზოგადეობის ლომბარდიის რეგიონის განყოფილებამ ჩაატარა.

ლომბარდია იტალიის სწორედ ის რეგიონია, სადაც თებერვლის ბოლოს კოვიდ-19-ის ინფექცია პირველად დაფიქსირდა, ამჟამად კი ქვეყანა ახალი ვირუსრული ინფექციით გარდაცვალებულთა რიცხვით ჩინეთს ათასი შემთხვევით უსწრებს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობით კი ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

იტალიელ ექიმთა ინფორმაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე იმ პაციაენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10.5% იყო, კორონავირუსით დაავადებულ დიაბეტიკებს შორის კი – 7.3%. გარდა ამისა, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მაჩვენებელმა 6.3% შეადგინა, ჰიპერტონიით (მაღალი არტერიული წნევით) დაავადებულ პაციენტებში – 6% და სიმსივნის შემთხვევებში – 5.6%.

შედარებისათვის, კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით, 2-დან 3%-მდე მერყეობს.

ლომბარდიის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონიო პესენტიმ  უარყო ის ფაქტი, რომ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმა ხოლოდ ხანდაზმულებს აღენიშნებათ. მისი თქმით, მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დაახლოებით ნახევარი 65 წელზე ნაკლები ასაკისაა.

მანვე აღნიშნა, რომ ვირუსის მძიმე ფორმა ასევე ბევრია 20-30 წლის ასაკის ახალგაზრდებშიც, თუმცა დასძინა, რომ  მოხუცებისგან განსხვავება იმაშია, რომ  ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და შესაბამისად, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ.

მანამდე, სააგენტო „ბლუმბერგი” იტალიის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით, წერდა, რომ, ქვეყანაში  კოროვირუსული ინფექციით გარდაცვლილთაგან  99% -ზე მეტს ვირუსთან ერთად ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა თითქმის ნახევარს კორონავირუსის გარდა კიდევ სამი დაავადება ჰქონდა – 75% -ს მაღალი არტერიული წნევა, 35% -ს დიაბეტი და 30%-ს – გულის დაავადება.

კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 18% -ის მონაცემების შესწავლის შედეგების თანახმად, მათგან მხოლოდ სამ ადამიანს არ აღენიშნებოდა რაიმე სხვა პათოლოგია და მათი გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved