საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 გარდაიცვალა ადამიანი, ხოლო 4 223 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 726 941-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 669 822 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 136 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,36%, ბოლო 14 დღის – 9,02%, ბოლო 7 დღის – 9,06%-ია.
კომენტარები