• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 პოლიტიკური კოალიცია ეუთო/ოდირს სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს

ალია ავტორი - ალია
12:46 12-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

4 პოლიტიკური კოალიცია ეუთო/ოდირს ერთობლივი წერილით მიმართავს და “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.

ამის შესახებ 4 კოალიციის ერთობლივ ბრიფინგზე კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

ის ამბობს, რომ მისიას უნდა ჰქონდეს 2 მიზანი – შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.

მისივე თქმით, წერილს თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეპორტი, სადაც “ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას”.

“ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის, ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში. დღეს ჩვენ დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს, ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველად 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე – შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.

წერილს თან ახლავს საია-ს რეპორტი, სადაც ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ივანიშვილმა ომი ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს, შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე იქნება ეუთო/ოდირის მეილებზე გაგზავნილი. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები”, – თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved