• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

ალია ავტორი - ალია
11:53 05-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
531

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს.

„ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:

N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს;

ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved