• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავისუფლების მოედანმა წინააღმდეგობის გასაძლიერებლად 10 ნაბიჯი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
13:28 10-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
564

მოძრაობა თავისუფლების მოედანმა 10 ნაბიჯი წარადგინა, რომელიც მათი აზრით, წინააღმდეგობის მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებს:

“პირველი, ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვიწყებთ მთელი საქართველოს თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და საქალაქო სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.

მეორე, იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.

უახლოს 30 დღეში, თავისუფლების მოედანი წარმოადგენს თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.

ასევე, უახლეს 30 დღეში, წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია ქართულ ოცნებას, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს და ვაჩვენებთ საზოგადოებას  ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, თუ რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა.

ასევე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად, წარმოგიდგენთ თავისუფლების მოედნის გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ გამოცდილება, შესაძლებლობა, ცოდნა და პროფესიონალიზმი, იმისათვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელობანი საკითხები და სფეროები.

ასევე, იმისათვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის  მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს იმ შეთანხმებების დარღვევა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დებენ, ვიწყებთ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად, ლუსტრაციის კანონის მხარდასაჭერად, რომელიც როგორც საზოგადოებას დავპირდით, იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც თავისუფლების მოედანი, ახალ დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ.

ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისათვის ბრძოლას საქართველოში.

ასევე, ოცნებაზე საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, საქართველოს მე-4 და მე-5 პრეზიდენტს, ასევე ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ და ნაწილ მათგანს უკვე შევთავაზეთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებას და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებას და მაღლა წაწევას შევუწყოთ ხელი, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი, საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე, რეგულარულად იქნება განხილული ის თუ რა უნდა გაკეთდეს, საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

ასევე, გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და ამის დასტურად, ჩვენ ყოველ სამშაბათს, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩავაბარეთ ანგარიშს ხალხს, მოვუყვებით მათ ჩვენ გაწეულ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ მათ ჩვენ ხედვებს”. – განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

მოძრაობის კდიევ ერთი წევრის, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ხედვა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით მოამზადეს. მისი თქმით, “რეჟიმის ცვლილება შესაძლებელია მშვიდობიანი გზით და საზოგადოება თუ დაიჯერებს, რომ ეს შესაძლებელია ცვლილება მოხდება, ჩვენ გვჯერა იმისა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს ალტერნატივა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი შეიცვლება და უნდა მოირყეს რეპრესიული სისტემა, რაც გულისხმობს სიცრუის, დაშინების და მოსყიდვის სისტემის შერყევას და წინააღმდეგობას უნდა ჰქონდეს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა”.

თეგები: ლევან ცუცქირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved