* უკრაინის წინააღმდეგ საომრად ასობით სირიელი დაქირავებული მებრძოლი მიემგზავრება, პირველი 300 მათგანი კი უკვე რუსეთში ჩავიდა. – ამის შესახებ The New York Times იუწყება.
* რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების ნაწილს გადაანაწილებს უკრაინაზე შეტევის გასაძლიერებლად, რასაც თავდაპირველად, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, არ გეგმავდა. – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.
* რუსმა ჯარიკაცებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ დაუზუსტებელი რაოდენობის დატყვევებული უკრაინელი სამხედროები თან წაიყვანეს. – ამის შესახებ სახელმწიფო ბირთვული სააგენტო Energoatom-ი იუწყება.
* აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთისთვის “სტრატეგიული კატასტროფაა.” – განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, ქეით ბედინგფილდმა.
* “აზოვის” რაზმის მებრძოლები რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული მარიუპოლის დათმობას არ აპირებენ და ქალაქისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.” – ამის შესახებ “აზოვის” რაზმის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.














კომენტარები