• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 194 745 მსესხებელს აქვს – “კრედიტინფო საქართველო”

ალია ავტორი - ალია
16:40 03-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,750

„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორში 194 745 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდში ვადაგადაცილება უფიქსირდება. შესაბამისად, ამ სეგმენტში ჯამურად, პრობლემური სესხი მსესხებლების დაახლოებით 10%-ს აქვს.

ბოლო ერთ წელში იმ სუბიექტების რაოდენობა, რომლებსაც 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება დაახლოებით 32 ათასით არის შემცირებული.

როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ბაღათურიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი ვადაგადაცილება ისეთ მიმართულებებზე ფიქსირდება, როგორიცაა საკრედიტო ბარათები და სამომხმარებლო სესხები.

„თებერვალში აქტიური პორტფელის მოცულობა 44 მლრდ ლარი იყო, მსესხებლების რაოდენობამ კი 1.9 მლნ-ს მიაღწია. მართალია, წლიურ ჭრილში იმ მსესხებელთა რაოდენობა, რომელთაც 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება. თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია თავად ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა და ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-4%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი პრობლემური სესხი ისეთ საკრედიტო პროდუქტებზე ფიქსირდება, როგორიცაა საკრედიტო ბარათები, სამომხმარებლო სესხები და ე.წ ოვერდრაფტები“, – განაცხადა „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ბაღათურიამ.

ამასთან, რამდენიმე თვეა, სტატისტიკურ ინფორმაციაში “კრედიტინფომ” ახალი მონაცემიც დაამატა, რომელიც იმ ფიზიკური პირების სესხებს მოიცავს, რომლებსაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ. თუმცა ამ შემთხვევაში ეს მონაცემი სამი წლის ვადით არ შემოიფარგლება და ყველა მიმდინარე ვადაგადაცილებულ კონტრაქტს მოიცავს.

ამ მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში ვადაგადაცილება 365 ათას 629 ადამიანს უფიქსირდება. როგორც „კრედიტინფოში“ აღნიშნავენ, ამ სეგმენტში მოხვედრილი პირების დიდი წილი არასაბანკო საფინანსო სექტორზე, ე.წ. ვალის ამომღებ კომპანიებზე მოდის, რომლებსაც როგორც წესი, ხანგრძლივი და უიმედო სესხების პორტფელი გადაეცემათ ხოლმე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved