შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რეპუბლიკის მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.
უწყების ცნობით,მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.
როგორც შსს იუწყება, სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის შემოწმების შედეგად, სამ შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები