• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 ადგილობრივი ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშებში, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს უნდა მოიცავდეს, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მომხდარი ფაქტებია მოყვანილი – ,,ქართული ოცნება”

ალია ავტორი - ალია
12:53 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც, რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

მისი თქმით, სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა.

„მაგალითად, საია-ს ანგარიში იწყება 1-ლი მაისიდან, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ანგარიშები – 1-ლი ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა, მაგალითად, „ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს, რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღევა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლად, 70-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved