• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოხდა ის, რომ ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა… მადლობა ამერიკას, რომელმაც მიმკურნალა” – “ზუმბა”

ალია ავტორი - ალია
09:37 07-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

მუ­სი­კო­სი ზაზა კო­რინ­თე­ლი (“ზუმ­ბა”) სა­ქარ­თვე­ლო­დან 2015 წელს წა­ვი­და. “ზუმ­ბამ” ემიგ­რა­ცი­ის­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აირ­ჩია და მას შემ­დეგ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

მუ­სი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქვეყ­ნი­დან წას­ვლის მძი­მე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, როცა უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა უწევ­და:

“ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ და მე­გობ­რებ­მა დამ­პა­ტი­ჟეს სა­თევ­ზა­ოდ ოკე­ა­ნე­ზე. გა­ვე­დით კოხ­ტად მო­წყო­ბილ სა­ნა­პი­რო ყუ­რე­ზე კა­ლი­ფორ­ნი­ის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ სან­ტა კრუზ­ში.სუფ­თა, მშვი­დი, ლა­მა­ზი, მზი­ა­ნი დღე იყო.ოჯა­ხე­ბი, ბავ­შვე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი, თო­ლი­ე­ბი… სე­ირ­ნობ­დნენ, ვარ­ჯი­შობ­დნენ,დარ­ბოდ­ნენ, ის­ვე­ნებ­დნენ საყ­ვარ­ლად…ისა, ესა… და უცებ მო­მინ­და პა­პი­რო­ზის გა­ფუ­ი­ლე­ბა, მი­წია რეფ­ლექსმა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბამ. გა­მო­ვე­დი მო­სა­წე­ვად ამ სი­სუფ­თა­ვე­ში, ვე­ძებ ად­გილს, ვი­პო­ვე კუ­თხე ნაგ­ვის ყუთ­თან, დავ­დე­ქი, მო­ვუ­კი­დე, ღრმა სა­რი­ტუ­ა­ლო ნა­ფა­ზის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, უნდა გა­ვა­ფუ­ი­ლო და ჰოი სა­ოც­რე­ბავ… სას­წა­უ­ლად შემ­რცხვა მზის, ოკე­ა­ნის, სუფ­თა ჰა­ე­რის, ყვე­ლა­სი და ყვე­ლაფ­რის… მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დე, სა­ერ­თოდ არა­ვინ მი­ყუ­რებ­და, ჩა­ვაქ­რე და ალ­ბათ სა­ბო­ლო­ოდ… ასე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ეს ნი­კო­ტი­ნის სევ­და და ახლა ალ­კოჰოლ­ზეც გე­ტყვით. ძა­ლი­ან კარ­გი მეღ­ვი­ნე­ე­ბი მყავ­დნენ პაპა-ბა­ბუ­ე­ბი ორი­ვე მშობ­ლის მხრი­დან. ვაზ­თან და ღვი­ნოს­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე ბავ­შვო­ბი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად.ეს კულ­ტუ­რა ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო და არის დღემ­დე, მისი თან­მდე­ვი კონ­ცეფ­ცი­ით, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი და ფა­ქი­ზი ფორ­მე­ბით… მერე მოხ­და ის, რომ ნელ-ნელა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა აქ­ტი­უ­რო­ბებ­მა, ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა, კონ­ცერ­ტებ­მა, გას­ტრო­ლებ­მა, სა­ხალ­ხო ფეს­ტი­ვა­ლებ­მა, ექ­სპე­დი­ცი­ებ­მა, მოგ­ზა­უ­რო­ბებ­მა და შემ­დგომ უკვე ფსევ­დოტ­რა­დი­ცი­ულ­მა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ქრო­ნი­კულ­მა სა­რი­ტუ­ა­ლო სმებ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­ტიკ და­ა­ვა­დე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ალ­კოჰო­ლიზ­მი ეწო­დე­ბა. ამას თან ერ­თვო­და დეპ­რე­სი­ე­ბის, ნერ­ვო­ზე­ბის და სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მთე­ლი ბუ­კე­ტი, გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თუ­მე ღრუ­ზი­ნე­ბის ხე­ლით კრემ­ლის ოკუ­პა­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბით…

ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ, უშუ­ა­ლოდ და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად შე­მე­ხო, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ, სო­ცი­ა­ლუ­რად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­ურ, იმ დრო­ის­თვის პო­პუ­ლა­რულ ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს… სრუ­ლი­ად გავ­ნად­გურ­დი ში­ნა­გა­ნად, მივ­ხვდი რომ პი­კია, აღ­სას­რუ­ლი დგე­ბა, ან თვი­თონ კრემ­ლი და მისი რუ­სე­თუ­მე კრი­მი­ნა­ლი ღრუ­ზი­ნე­ბი მო­მი­ღე­ბენ ბო­ლოს ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ე­ბის გამო ან უნდა მო­ვიკ­რი­ბო ბოლო ძა­ლე­ბი და გა­ვე­ცა­ლო რა­მე­ნა­ი­რად ამ ყვე­ლა­ფერს, ფი­ზი­კუ­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის და მუ­სი­კის გა­და­სარ­ჩე­ნად…

მე ეს მე­ო­რე გზა ავირ­ჩიე… მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ­სე­ბობ ამე­რი­კა, რო­მელ­მაც მო­მი­ა­რე, მიმ­კურ­ნა­ლე, გა­მო­მა­ჯან­მრთე­ლე, მი­შუ­შებ ია­რებს და ახა­ლი სი­ცო­ცხლის შან­სი მო­მე­ცი… რა კარ­გია მეც დრო­ზე მივ­ხვდი, რომ შენ­თან სჯობს… თუმ­ცა მა­ნამ­დე ევ­რო­პუ­ლი ემიგ­რა­ცი­ებ­გა­და­ტა­ნი­ლის და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლის ფონ­ზე, სა­ერ­თოდ აღარ გან­ვი­ხი­ლავ­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან ისევ წას­ვლას, მჯე­რო­და, რომ სა­მუ­და­მოდ დავ­ფუძნ­დი ჩემს სამ­შობ­ლო­ში…მოკ­ლედ, აქ, ამე­რი­კა­ში სრუ­ლი­ად შეშ­ლი­ლი, დას­ტრე­სი­ლი და მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რეს მე­გო­ბარს, მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას, მუ­სი­კას არას­დროს მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ…დიდი შან­სი იყო, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, ნარ­კო­ტი­კებ­ში მე­პო­ვა შვე­ბა, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის მე­ზი­ზღე­ბო­და ბავ­შვო­ბი­დან და ამი­ტო­მაც არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ…ასე დამ­თავ­რდა ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ეტა­პი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ ვი­ცო­ცხლო ჯან­მრთე­ლად, აზ­რი­ა­ნად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ნა­ყო­ფი­ე­რად. ვიყო მად­ლი­ე­რი, ვა­ღი­ა­რო და და­ვა­ფა­სო უკვე სა­კუ­თა­რი თა­ვიც და აქამ­დე გავ­ლი­ლი რთუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის გზაც…ამი­ტომ შევ­ცვა­ლე ყვე­ლა­ფე­რი და ვი­წყებ კი­დევ ერთხელ მთლი­ა­ნად თა­ვი­დან…

ამ­ჟა­მად გვერ­დით მუ­სი­კა, ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცა­ვი კა­ნო­ნე­ბის ძლი­ე­რი სის­ტე­მა და თა­ვად USA მიდ­გა­ნან…ხელ­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რწმე­ნა, წარ­მა­ტე­ბე­ბი, უკვე პა­ტარ-პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბი და ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ეტა­პის და­სა­წყი­სი მი­ჭი­რავს…

რაც მთა­ვა­რია, გული ისევ სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ცო­ცხლის სი­ხა­რუ­ლით მაქვს სავ­სე. არას­დროს დავ­ბოღ­მილ­ვარ, არ გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ და არ მიც­დია ვინ­მეს­თვის, თუნ­დაც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და. ალ­ბათ, ეს არის ჩემი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი და სა­ი­დუმ­ლო…თით­ქმის ყვე­ლა ფუჭი ურ­თი­ერ­თო­ბა, ენერ­გო ვამ­პი­რი და ილუ­ზია ჩა­მო­ვი­შო­რე, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლი­და ჩემს წინსვლას!!! (ესე­ნი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რე­ბია)უკვე ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად ახალ სი­მაღ­ლე­ზე, სრუ­ლი­ად ვე­კუთ­ვნი სა­კუ­თარ თავს და მზად ვარ ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის.მჯე­რა, რომ ამ გლო­ბა­ლუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან ქარ­თულ საქ­მე­საც ახლა უფრო მაგ­რად და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თებ…ეს პოს­ტი ეკუთ­ვნის ყვე­ლა ჩემს ახ­ლო­ბელ, გულ­შე­მატ­კი­ვარ, კე­თილ­მო­სურ­ნე და უბ­რა­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე შემ­დგარ ადა­მი­ანს, ვი­საც გუ­ლით ვუყ­ვარ­ვარ მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი თუ რამ გარ­გეთ ამ ყვე­ლაფ­რის გა­ზი­ა­რე­ბით.

კი­დევ ერთხელ უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ადა­მი­ან­ზე და მის სი­კე­თე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და წარ­მა­ტე­ბე­ბის ქვე­ყა­ნას.” – წერს მუ­სი­კო­სი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved