• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

,,თუ დღეს ერთი ადამიანი მაინც ვიხსენით იმით, რომ შინ ვილოცეთ, რა უნდა იყოს ამაზე დიდი საქმე”

ალია ავტორი - ალია
00:58 04-19-2020
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

,,განსაკუთრებული აღდგომაა. ვიტყოდი, მოქცევაა ერთგვარი. გათენდება და მივხვდებით, რომ ვისაც სწამს ღმერთი, მისთვის ის გულშია და არა სადმე სხვაგან. შენობაში – თუნდაც ტაძარში, ურემში, ჯიპში და ა.შ. სიყვარული ტაძრიდან კი არ მოაქვს ადამიანს მხოლოდ, არამედ თავად მიაქვს ტაძრებში. გათენდება და თანდათან უფრო მეტად დავფიქრდებით, რომ სხვა ადამიანების მოფრთხილებაზე დიდი ქრისტიანობა არ არსებობს. თუ დღეს ერთი ადამიანი მაინც ვიხსენით იმით, რომ შინ ვილოცეთ, რა უნდა იყოს ამაზე დიდი საქმე ?! ეკლესია და ქრისტიანობა მისაკუთრებული ვერ იქნება, რადგან ის ჩვენია, სადაც უნდა ვიყოთ – შინ თუ ტაძარში. რაღაც დიდი მოხდა – თითქოს ბურანიდან გამოვდივართ და ვიბრუნებთ ქრისტეს, რომელიც რატომღაც სხვებს ჩავაბარეთ. ვიბრუნებთ ტაძარს, რომლის წინამძღვარმა დღეს მრევლს უთხრა, რომ გაკოჭონ ადამიანი, რომელიც ღვთის სახლში შევიდა. მღვდელს ჰგონია, რომ ღვთის სახლი მისი საკუთრებაა. და სამართლიანად ჰგონია, რადგან, ბიუროკრატიული ენით ვიტყვი, ჩვენ გადავეცით სამართავად რწმენა. უნდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. სიმბოლურია, რომ ეს ამბავი აღდგომას მოხდა. კიდევ უფრო სიმბოლურია, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა სიცოცხლე ვირუსის სახით მოსული სიკვდილის დამარცხებას ცდილობს და დაამარცხებს კიდეც. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ შეიცვალა ერთ ღამეში – მომავალში ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ვიღაცებმა ექსკლუზივი დაკარგეს ქრისტეზე. საოცრებაა ტაძარში წაუსვლელობით ტაძარში დაბრუნება.

ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას – ვისაც გწამთ ღმერთის ან რამის მაინც გწამთ. და მათაც, ვისაც არაფრის გწამთ <3 თქვენც, ვინც ტაძრებში ხართ და შეიძლება, ჩემი ეს სიტყვები დიდად არ მოგეწონათ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved