მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგათბილისი ფოტო“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, წელს 25-ედ გაიმართება.
2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოსფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდასაერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“.რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულადსაერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:
კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებული იქნებახელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილიპროექტების მონაწილეობაც. კონკურსის პირობებს და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: Kolga
„ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ” 2026 წლის ჟიურისწევრები არიან:
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2026 წლის 1 მაისს. „ქოლგა თბილისი ფოტო” 1 მაისიდანუმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისოგამოფენებს. თიბისისთან პარტნიორობით „ქოლგა“ გამოსცემს ფოტოგრაფ გურამ თიკანაძის საკოლექციო წიგნს და ამავე ინიციატივის ფარგლებში თიბისი კონცეპტ გალერეაში გაიმართებაგურამ თიკანაძის გამოფენა.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდახელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.
(R)














კომენტარები