უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 7 მაისის მონაცემებით რუსი ოკუპანტების დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს:
დაახლოებით, 25 100 სამხედრო
1 122 ტანკი
2 713 ერთეული ჯავშანტექნიკა
509 საარტილერიო სისტემა
84 საზენიტო საბრძოლო სისტემა
199 თვითმფრინავი
155 ვერტმფრენი
1 934 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი
11 გემი/ნავი
341 უპილოტო საფრენი აპარატი
38 სპეცტექნიკა
90 საკრუიზო რაკეტა
თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს – გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
კომენტარები