• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

24.02.2024 სარკისებური თარიღია – რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ალია ავტორი - ალია
14:00 02-24-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
556

24.02.2024 – სარკისებური თარიღია. ნუმეროლოგების თქმით, სარკისებური თარიღი ძალიან ძლიერ ენერგიას ატარებს და შეუძლია, ადამიანებს წინსვლისა და წარმატებებისკენ რეალურად უბიძგოს. მით უმეტეს, აღნიშნული დღე სავსემთვარეობას ემთხვევა და გავლენა კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ( ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა 2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარე თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანი და რა ცვლილებებს გამოიწვევს ის – ასტროლოგები ასახელებენ) არსებობს სხვადასხვა რიტუალი, რომლებსაც შეგიძლიათ, 24 თებერვალს მიმართოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობასა და წარმატებას მიაღწიოთ:

საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი
სარკისებური თარიღის დროს მნიშვნელოვანია, წესრიგსა და სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სახლის დასუფთავებისას, გარკვეული ენერგეტიკული ცენტრები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, საფუძვლიანად დაასუფთავეთ წინა კარის მიმდებარე ტერიტორია. ამ გზით სამყაროს გაუგზავნით შეტყობინებას, რომ გსურთ თქვენს სახლში სიუხვე, სიმყუდროვე და კეთილდღეობა შემოვიდეს.

აბაზანის, იატაკისა და ფანჯრების გაწმენდა, კარადების და უჯრების გასუფთავება, რეორგანიზაცია შესანიშნავი გზაა ამ დღის ენერგიის გამოსაყენებლად. ასე გექნებათ შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში დადებითი ემოციები, გულწრფელი და სუფთა კავშირები და კეთილდღეობა მოიზიდოთ.

შეასრულეთ გათავისუფლების რიტუალი
თქვენს დღიურში, რვეულში, ან უბრალოდ ფურცელზე მოკლედ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, ბედნიერებაში ხელს გიშლით და გსურთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. ფურცელი რამდენჯერმე გადაკეცეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, ცეცხლი მოუკიდეთ და დააკვირდით, როგორ იწვება. პარალელურად, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ თავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ფერფლი კი გადაყარეთ. აღნიშნული რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ.

გამოიყენეთ სიმბოლოები
ფანჯრის რაფაზე ან აივანზე რამდენიმე საყვარელი კრისტალის ან მნიშვნელოვანი ნივთის განთავსება შესანიშნავი გზაა, რომ ამ თარიღისა და სავსე მთვარის ენერგია მოიზიდოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ჭიქაში წყალი აავსოთ, ფანჯარასთან დატოვოთ ისე, რომ მთვარის შუქი ხვდებოდეს და პერიოდულად დალიოთ, როცა უენერგიობასა და უმოტივაციობას იგრძნობთ.

მედიტაცია ვიზუალიზაციით
შეგიძლიათ, ოთახში მშვიდად მოკალათდეთ. გაიკეთოთ თვალის ნიღაბი, აანთოთ სურნელოვანი სანთლები, ჩართოთ თქვენი საყვარელი მუსიკა და პარალელურად, წარმოიდგინოთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ. გაამახვილეთ ყურადღება მცირე დეტალებზეც კი. ამ გზით სამყაროს თქვენი მიზნებისა და ოცნებების შესახებ გაუზიარებთ და მისგან შესაბამის ენერგიასაც მიიღებთ, რომ წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ,

დაასრულეთ საქმეები და დაისვენეთ
ეს დღე ახალი პროექტებისა და საქმის წამოწყებისთვის არ გამოგადგებათ. უმჯობესია, არსებული საქმეები დაასრულოთ, დრო მშვიდად გაატაროთ და დაისვენოთ. ენერგია, რომელსაც აღნიშნულ დღეს მიიღებთ, კიდევ დიდხანს გაგყვებათ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved