კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, კოსტადინ ანგელოვის განცხადებით, პირბადის ტარება სოციალურ დისტანცირებასა და ხშირ დეზინფექციასთან ერთად ვირუსის გავრცელებას 30%-ით შეანელებს.
„მოველით, რომ ინფექციის მაჩვენებელი შემცირდება, თუ მოქალაქეები მკაცრად დაიცავენ ზომებს. ჩვენი მთავარი მიზანი ინფიცირებული ბულგარელების რაოდენობის შემცირებაა“, – განაცხადა ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ბულგარეთში კორონავირუსის 1 024 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბულგარეთში კორონავირუსის 30 527 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 008 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები