კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა – Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 1104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით 334705 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო 24 საათში COVID-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას 4540 ადამიანი ემსხვერპლა.
განახლდა გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც – კორონავირუსი დაამარცხა 1603-მა ადამიანმა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 315254 შეადგინა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 29032, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16256, PCR ტესტით – 12776.
კომენტარები