“არ არის ჩატარებული ფსიქოთერაპია, რაც აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს… ყოველი შემდგომი დღე დაგვიანებულია” – ამის შესახებ ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნავს.
ჯერ კიდევ რჩება ნევროლოგიური დარღვევები. მაგრამ აბსოლუტურად არ არის ჩატარებული რაც ჩვენ ვთქვით, ფსიქოთერაპია, რაც აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს… უკვე 21 დღე იმყოფება, თუ არ ვცდები, [გორის სამხედრო ჰოსპიტალში]. ამ 21 დღეში აღარ უნდა ჰქონდეს ის დარღვევები რაც აქვს, მაგრამ ეს არის გამოწვეული სწორედ მისი ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსით. ეს 21 დღე რომ არ ჩაუტარეს ეს მკურნალობა, ეს რა თქმა უნდა, დაგვიანებულია და ყოველი შემდგომი დღე არის დაგვიანებული, – ამბობს გიორგი გრიგოლია.
კომენტარები