2022 წელს საქართველოს თითქმის 29 ათასმა მოქალაქემ ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაც აბსოლუტური რეკორდია წინა წლებთან შედარებით.
გასულ წელს ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 28 797-მა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის 2397-მა – ხელმეორედ.
შედარებისთვის, 2014 წელს, როდესაც ამ სტატისტიკის აღნიშვნა დაიწყეს, ევროკავშირის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მხოლოდ 8728 მოქალაქემ მიმართა. 2021 წელს კი 14 647-მა ადამიანმა.
საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის თხოვნით, ძირითადად, გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავენ.
კომენტარები