• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2020 წელს დედამიწა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად ბრუნავდა

ალია ავტორი - ალია
12:31 01-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

აღრიცხულთა შორის (1960 წლიდან) ყველაზე მოკლე 28 დღიდან, ყველა 2020 წელს დაფიქსირდა, რადგან დედამიწა ერთ ბრუნს თავის ღერძის გარშემო საშუალოზე მილიწამებით სწრაფად ასრულებდა.

ეს ფაქტი განსაკუთრებით საგანგაშო არ არის, რადგან პლანეტის ბრუნვა მუდმივად ოდნავ მერყეობს, რაც დამოკიდებულია ატმოსფერული წნევის, ქარების, ოკეანის დინებებისა და დედამიწის ბირთვის მოძრაობის ძვალებადობაზე.

თუმცა, ეს დიდ უხერხულობას უქმნის საერთაშორისო ქრონომეტრისტებს, რომლებიც მსოფლიო კოორდინირებული დროის (UTC) გაზომვისთვის ულტრაზუსტ ატომურ საათებს იყენებენ; სწორედ ამ დროზე ასწორებს საათებს მთელი მსოფლიო. როდესაც ასტრონომიული დრო, რომელსაც განსაზღვრავს დედამიწის ერთი სრული ბრუნი — UTC-დან 0,4 წამზე მეტით გადაიხრება, ხდება UTC-ის კორექტირება.

ამ დრომდე, ეს კორექტირება ხდებოდა წელიწადზე „წამიანი ნახტომის“ დამატებით ივნისის ან დეკემბრის ბოლოს, რასაც ერთმანეთთან შესაბამისობაში მოჰყავდა ასტრონომიული და ატომური დროები.

წამიანი ნახტომის გამოყენება იმიტომ დაიწყეს, რომ დედამიწის ბრუნვის ზოგადი ტენდენცია შენელდა, რაც 1960-1970-იანი წლებიდან ზუსტი თანამგზავრული გაზომვები დაიწყეს.

აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ცნობით, 1972 წლიდან, წამიან ნახტომს მეცნიერები საშუალოდ ყოველი წელიწად-ნახევრის ბოლოს ამატებდნენ. ბოლო ასეთი დამატება 2016 წელს მოხდა, როდესაც ახალი წლის ღამეს, 23 საათზე, 59 წუთსა და 59 წამზე დამატებითი „წამიანი ნახტომი“ დაამატეს.

თუმცა, გამოცემა Time and Date-ის ცნობით, დედამიწის ბრუნვის ბოლოდროინდელმა აჩქარებამ მეცნიერები პირველად აალაპარაკა უარყოფითი წამიანი ნახტომის საჭიროებაზე. წამის დამატების ნაცვლად, შეიძლება საჭირო გახდეს მისი გამოკლება.

იმიტომ, რომ დღის საშუალო ხანგრძლივობა 86 400 წამია, მაგრამ 2021 წლის ასტრონომიული დღე საშუალოდ 0,05 მილიწამით მოკლე იქნება. წლის განმავლობაში, ატომურ დროს ეს 19 მილიწამს დაამატებს.

„თუ დედამიწის ბრუნვა კიდევ აჩქარდება, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს უარყოფითი წამიანი ნახტომი, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა ჯერ ძალიან ადრეა“, — ამბობს ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი პიტერ ვიბერლი.

2020 წელი ასტრონომიული თვალსაზრისით უჩვეულოზე სწრაფი იყო, Time and Date-ის ცნობით, 28 დღით, დედამიწამ უკვე მოხსნა უმოკლესი ასტრონომიული დღის რეკორდი, რომლიც 2005 წელს იყო დაფიქსირებული.

2005 წლის ყველაზე ხანმოკლე დღე 5 ივლისი იყო, რადგან დედამიწამ ერთი ბრუნი 1,0516 მილიწამით უფრო სწრაფად (86 400-ზე) განახორციელა. 2020 წლის უმოკლესი დღე კი 19 ივლისი იყო, როდესაც ერთი ბრუნი პლანეტამ 1,4602 მილიწამით უფრო სწრაფად შეასრულა.

NIST-ის განცხადებით, წამიან ნახტომს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. გამოსადეგია იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფს ასტრონომიულ დაკვირვებათა სინქრონიზებას საათის დროსთან, მაგრამ შეიძლება დაბრკოლება გახდეს მონაცემთა შეყვანის აპლიკაციებისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ფიქრობს, რომ საჭიროა, ასტრონომიულ და ატომურ დროს შორის სხვაობა იქამდე გაიზარდოს, ვიდრე საჭირო გახდება „საათიანი ნახტომი“, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ტელეკომუნიკაციებისადმი მიყენებულ ზიანს.

წამიანი ნახტომის საჭიროებას ადგენს დედამიწის ბრუნვისა და საცნობარო სისტემების საერთაშორისო სამსახური (IERS), რომელიც პარიზშია განთავსებული. ამ ეტაპზე, წამიანი ნახტომის გამოყენების საჭიროებას ორგანიზაცია ჯერ ვერ ხედავს.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved